საახალწლო სალათა: ,,საათი“

 

ინგრედიენტები:
ქათმმის ფილე – 300 გრ,
კვერცხი – 5 ცალი,
ქლიავის ჩირი – 150 გრ,
ნიგოზი – 100 გრ,
ყველი – 100 გრ,
მაიონეზი – 1 შეკვრა,
მარილი – გემოვნებით,
სტაფილო – 1 ცალი – მოსართავად.

მომზადების წესი: ფილე მოვხარშოთ და კუბიკებად დავჭრათ. ქლიავის ჩირი – წვრილად. ნიგოზი დავაბლენდეროთ. კვერცხი მოვახარშოთ, შემდეგ გული და ცილა გავაცალკევოთ. ყველი, კვერცხის ცილა და გული წვრილ სახეხზე გავხეხოთ.

ავაწყოთ ფენებად:
პირველი ფენა: ფილე და მაიონეზი წავუსვათ.
მე-2 ფენა: ქლიავი და მაიონეზი.
მე-3 ფენა: გახეხილი ყველი და მაიონეზი.
მე-4 ფენა: ნიგოზი, მაიონეზი.
მე-5 ფენა: კვერცხის ცილა.
ბოლოს საათის ციფერბლატი წვრილად დაჭრილი სტაფილოსგან გავაკეთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები