მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის და საზოგადოებას მიმართავს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის – მაგდა პაპიძის და საზოგადოებას მიმართავს. ლანა პაპიძე მედიასაშუალებებს სთხოვს, მათ ოჯახის შესახებ ცრუ ინფორმაციებს ნუ ავრცელებენ.
„მე, როგორც მაგდას და ვდებ ამ სიტყვებს, რომ განადგურებული ვარ და ვართ ჩვენი ოჯახი და გვარი ამ ტრაგედიით. ყველას, ვინც ჩემი დის ბავშვობაზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებს (მივმართავ ბაღელებს და კლასელებს), მე და ჩემი და გაზრდილები ვართ იდეალურ ოჯახში, მამა ტრაგიკულად დაგვეღუპა და რასაც მამაზე ავრცელებთ, ყველას გთხოვთ, თავი შეიკავოთ ტყუილი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, მამა, ამირან (გალა) პაპიძე იყო თავგადაკლული მამა, დედა კი, ლია შამუგია არის იდეალური დედა.
მე, როგორც მაგდას უფროსი და, ვარ განადგურებული, ხალხო, და ჩემი და იყო იდეალური დედა და ცოლი. ვინც იცნობს ჩემს ოჯახს, ყველამ იცოდა, მაგდა როგორი კარგი დედა და მეუღლე იყო. ჩემი დისშვილი, ჩემი თოკო… ჩემი სიძე – ომარი, გონებიდან არ გამომდის მათი თბილი დამოკიდებულება, ბოლოს ერთად რომ ვნახე სამივე… მე და ჩემი გვარი… ოჯახი…. ყველანი ვართ ცოცხალი, მოსიარულე მკვდრები. გთხოვთ, აქ ნუ დაწერთ კომენტარებს“, – წერს ლანა პაპიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 დეკემბერს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაგდა პაპიძეს 109-ე მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები