“მაგრად მოგაქცევ ჩემს მკლავებში და დაგფარავ კოცნით” – ამბავი იმისა, თუ როგორ უყვარდათ კაცებს ქალები

“კვირა +” გთავაზობთ, სამი ცნობილი მამაკაცის სასიყვარულო წერილს, რომლებიც მათ საყვარელ ქალებს მისწერეს.1414800_440894779439246_2116977370_n
ნაპოლეონის წერილი ჟოზეფინას – წერილი გაგზავნილია 1796 წლის 13 ოქტომბერს ვერონაში.

მე აღარ მიყვარხარ! _ პირიქით! მე მძულხარ შენ. შენ ხარ ყველაზე საშინელი, სულელი და გულუბრყვილო ქალი, ვისაც კი ვიცნობ. შენ მე საერთოდ არ მწერ! შენ არ გიყვარს საკუთარი მეუღლე. შენ მშვენივრად იცი, როგორ
აბედნიერებს შენი მოწერილი ყოველი სიტყვა მას და შენ თავს იმითაც არ იწუხებ, რომ რამდენიმე ასო დაჯღაბნო ფურცელზე მისთვის. და საინტერესოა, რითი ხართ დაკავებული, ქალბატონო. რამ გათანგა თქვენი ნაზი ხელები ისე, რომ მათ მელნის გახუნებულ ქაღალდზე გავლებაც არ შეუძლიათ? ნუთუ ეს თქვენი ახალი თაყვანისმცემელია, ის ვინც გადამეღობა გზაზე და არ გაძლევთ საშუალებას შეასრულოთ ღვთის წინაშე დადებული ფიცი – გიყვარდეთ სამარადისოდ. მე და მხოლოდ მე! დიდი სიფრთხილე გამოიჩინე, ჟოზეფინა – ერთ დღესაც მე შემოვამტვრევ შენი დარბაზის კარებს და წარვსდგები შენ წინაშე, შენი საყვარელი და გულითადი მეგობარი. სინამდვილეში კი, მე შენი სიჩუმე მაწუხებს ყველაზე მეტად, ყველა იმ ახალგაზრდა ჭაბუკზე მეტად, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა წყალობით, შესწევთ ძალა, შეეხონ თქვენს სუფთა გულს და შეცვალონ მისი ძგერის სიჩქარე ისე, როგოც ამას მე ვაკეთებდი ერთ დროს. მომწერე! გაიმეტე ჩემთვის სულ ოთხი ხაზი. გამაგებინე იმ ამბავთა სინამდვილე, რომლებიც დატრიალდნენ შენ თავს. მე კი გპირდები, მალე შენთან დავბრუნდები და მაგრად მოგაქცევ ჩემს მკლავებში. დაგფარავ კოცნით, ისეთი ცხელით, როგორი ცხელიც მზის სხივებია ეკვატორზე.

702838_440894809439243_750871915_nბონაპარტი მარკ ტვენის წერილი ტეისს – გაგზავნილია 1875 წლის 27 თქბერვალს, ტეისის ოცდაათი წლის იუბილეზე ტედი, ძვირფასო, ჩემო ერთადერთო. ექვსი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც მე მივაღწიე ჩემს პირველს და უძვირფასეს წარმატებას ცხოვრებაში – დავიპყარი შენი გული! და ოცდაათი წელი იმ დღიდან, რაც თავად ბედმა და უფალმა მოახდინეს ყველაზე დიდი სასწაული და ამქვეყნად მოგავლინეს შენ! ღრმად მარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს, რომ ერთი წუთითაც კი არ ვინანებთ ჩვენი ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირების წმინდა გადაწყვეტილებას. ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტად მიყვარდები, პატარავ! დღეს შენ ჩემთვის ხარ იმაზე ძვირფასი, ვიდრე იყავი შენს წინა დაბადების დღეზე, და ორი წლის წინ, და იმის წინაც. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოძრაობა გაგრძელდება დასასრულამდე და ამ მოძრაობასთან ერთად, სულ უფრო მეტად გაძლიერდება ჩემი დიადი გრძნობა შენდამი. მოდი, შევხედოთ მომავალს, ჩვენს ჭაღარა თმებს და დანაოჭებულ სახეს, შიშის გარეშე. იმაში ღრმად დარწმუნებულები, რომ სიყვარული, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გულით ატარებს, საკმარისი აღმოჩნდება, რომ ბედნიერებით სავსე გახადოს ის დარჩენილი წლები, რომელთა გავლა ჩვენ მოგვიწევს. მაშ ასე, დიდი სიყვარულით შენსა და ჩვენი შვილების მიმართ მე აღვნიშნავ დღევანდელ დღეს…დღეს, რომელიც შენ გჩუქნის დიდებული ქალბატონის გრაციას და სამი ათწლეულის ფასადაუდებელ გამოცდილებას. მარად შენი ს.ლ.კ. 12404187_440894872772570_618875512_nონორე დე ბალზაკის წერილი გრაფინია ეველინა განკელს რა დიდი სიამოვნებით გავატარებდი მთელს დღეს თქვენს ფეხებთან. თქვენს კალთაში თავჩარგული, გეჩურჩულებოდით და გაგიზიარებდით საკუთარ აზრებს. მერე თუნდაც საუბარს სულ შევწყვეტდი და ნაზად მივიზიდავდი თქვენს ხელს ჩემს თავხედ ბაგებთან. ო, ევა, ჩემო ერთადერთო, სიყვარულო ჩემო, ჩემო სინათლევ და ღამევ, ჩემო იმედო და აღფრთოვანებავ, როდის გიხილავთ კვლავ? გიხილავთ კი როდისმე, თუ ეს უბრალოდ ილუზიაა, ილუზია უიმედოდ შეყვარებული სულელისა. ო, ღმერთებო, როგორ მიყვარს თქვენი გატეხილი აქცენტი. თქვენი ტუჩები, საოცრად მგრძნობიარენი, ნება მომეცით გამოგიტყდეთ, ჩემო ანგელოზო. მე ვმუშაობ დღედაღამ, რათა გავატარო თქვენს გარემოცვაში დეკემბრის ერთი, სუსხიანი კვირა. გზად როცა იურის თოვლიან მწვერვალებს გავხედავ, გამახსენდებით თქვენ, თქვენი სურნელოვანი თმები და ის, თუ როგორ გიკრავთ გულში. აი, საიდან ვიღებ შთაგონებას, თქვენ ხართ ჩემი უშრეტი შთაგონების წყარო. მხოლოდ ერთი კოცნა ციდან მოვლენილო, მხოლოდ ერთი და მშვიდობიანი ღამე. ბალზაკი

კომენტარები

სხვა სიახლეები