ტკბილეული შეიჭმება. ყვავილები ერთ კვირაში დაჭკნება. მხოლოდ ჩვევები იძლევიან შენი მამაკაცური მიმზიდველობის გარანტიას. შენ ისინი სწორად უნდა შეარჩიო.
ატარეთ წითელი ფერი
ხარები და წითელი ფერი სტერეოტიპზე მეტი არაფრით არ არის. გოგონები და წითელი ფერი – ობიექტური რეალობაა: ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ საუბრობს გამოკვლევები, რომლებიც როჩესტერის უნივერსიტეტმა ჩაატარა. “წითელი – ერთ-ერთია იმ მცირეოდენ ფერთაგან რომელიც კონტრასტულად გამოიყურება თითმის ნებისმიერ ფონზე, – ხსნის ჯიმ ფაუსი, კონკორდიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი. – თუ შენ გინდა რომ გამოირჩე ამ სიტყვის ნებისმიერი მნიშნელობით – ჩაიცვით და ატარეთ წითელი ფერის სამოსი.”
იყავი მოღუშული
დაილაგე ხელები გულზე და იჯექი ჩუმად – სწორედ ამ მდგომარეობაში გადევნებს თვალს ქალბატონების ყველაზე დიდი რაოდენობა. ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მხიარული მამაკაცები ქალებს უფრო ნაკლებად მოსწონთ, ვიდრე მოღუშული – ამ უკანასკნელს ახასიათებენ როგორც ამაყს და ძლიერს. “მხიარულ მამაკაცებს საკუთრების შეგრძნების ნაკლებობა აქვთ, რომელიც ქალებს ძალიან უნდათ რომ იგრძნონ მამაკაცში” – ამტკიცებს ფაუსი.
ივარჯიშეთ
შოტლანდიის უნივერსიტეტის აბერტეის მეცნიერებმა დაისახეს მიზნად შეემოწმებინათ კავშირი იმუნური სისტემის სიძლიერესა და ტესტოსტერონის დონეს შორის.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მამაკაცები ამ ჰორმონის მაღალი დონით უკეთ უმკლავდებიან ვირუსებს(მათ B- ჰეპატიტის ვაქცინას უკეთებდენ) და გარდა ამისა, ქალბატონების მიერ დახასიათებულები იყვნენ როგორც უფრო მიმზიდველები. კიდევ არის მიზეზები საჭირო სპორტდარბაზში სასიარულოდ?
შეეხეთ
როდესაც შენთან შეხებას ცდილობენ, ეს ჯერ კიდევ არ არის ზომბი-აპოკალიფსი, უბრალოდ ხალს ჰგონია რომ შეხება მათ უფრო მიმზიდველს ხდის. “როდესაც შენ ეხები ადამიანს, ამგვარად შენ სწორად განაწყობ მას შენს მიმართ – ამტკიცებს ჯერემი ნიკოლსონი, მიმზიდველობის ფსიქოლოგი და ექსპერტი. – თუ თქვენ არ ხართ სიახლოვის იმ სტადიაზე, რომ ჩაეხუტოთ ერთმანეთს შეხვედრისას, ხელის ჩამორთმევა მაინც გაცვალეთ.” მნიშვნელოვანია: ეს რჩევა ეხება მხოლოდ ნაცნობ ხალხს და არ ვრცელდება (სისხლის სამართლის კოდექსისგან განსხვავებით) ფროტერიზმზე და ხელის ფათურის ჩვევაზე. (ფროტერიზმი – ეს არის სექსუალური გადახრა, რომელიც ვიმეზე გახახუნების ავადმყოფურ სურვილში აისახება)
იყავით ცნობისმოყვარე
ეს არის ვარიანტი, იმ შემთხვევისთვის, თუ ტემპერამენტის გამო შენ არ შეგიძლია საკუთარს თავს დიდხანს მოღუშულობის უფლებას ვერ ძლევ. “მოუსმინეთ რას ლაპარაკობს ის, დაუსვით შეკითხვები, სწრაფად ჩაეძიეთ დეტალებს – ქალებს მოსწონთ როდესაც ყურადღების ცენტრში არიან, – გვახსენებს ფაუსი – აჩვენე მას, რომ ის შენთვის საინტერესოა და შენ აპრიორშივე დააინტერესებ მას შენით.”
წყარო: dainteresdit.ge