ჰორმონები, რომლებიც ქალის ბედნიერებასა და სილამაზეზე აგებენ პასუხს – ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ორგანიზმში ჰორმონების ბალანსი კარგი განწყობის, მიმზიდველობის, ჯანმრთელობისა და ძლიერი ნერვული სისტემის საწინდარია.

“კვირა + ” გთავაზობთ ინფორმაციას იმ ჰორმონების შესახებ, რომლებიც ქალის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

ესტროგენი – ამ ჰორმონს ყველაზე ქალურ ჰორმონსუწოდებენ, რომელსაც საკვერცხეები გამოიმუშავებს. იგი არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს. გარდა ამისა, იგი აჩქარებს უჯრედების განახლებას. სილამაზესა და ახალგაზრდობას უნარჩუნებს თმასა და კანს. იცავს სადინარებს ქოლესტერინის დაგროვებისგან.

ამ ჰორმონის სიჭარბემ, შესაძლოა, გასუქება გამოიწვიოს მუცლისა და თეძოების მიდამოებში. აგრეთვე, კეთილთვისებიანი სიმსიმვნეების წარმოშობა. ჰორმონის უკმარისობა კი, კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. ჩნდება ნაოჭები. ირღვევა თმის სტრუქტურა. ზოგ შემთხვევაში შეიძლება თმის ზრდა გამოიწვიოს სახეზე, მკერდზე, ხელებზე.

ტესტოსტერონი – გამომუშავდება საკვერცხეებსა და თირკმელზედა ჯირკვალში. ეს არის ქალი მამაკაცური ამბიციებითა და სიძლიერით. ტესტოსტერონი ქალს მიზანსწრაფულს ხდის. რაც უფრო მეტია ქალის ორგანიზმში ეს ჰორმონი, მით წარმატებულია იგი სპორტში. ამ ჰორმონის სიჭარბემ ორგანიზმში, შესაძლოა, ჰაეროვანი და ნარნარი ქალიც კი აგრესიულ და ძლიერ ალქაჯად აქციოს.

ოქსიტოცინი – ეს ჰორმონი ქალურობასა და მიმზიდველობაზეა პასუხისმგებელი. იგი განსაკუთებით შვილის გაჩენის შემდეგ ძლიერდება. ამ ჰორმონის სიჭარბის დროს, სურვილი გიჩნდებათ კეთილი საქმეები გააკეთოთ გარშემო მყოფებისთვის. ქმარი გემრიელი სადილებითა და მზრუნველობით გაანებივოთ. მოეფეროთ ბავშვებს. გამოიმუშავება სტრესის დროს, ემოციური და ფიზიკური აქტივობისას.

თიროქსინი – ამ ჰორმონს ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს. თუ ეს ჰორმონი ნორმაში გაქვთ, გასუქება არ გემუქრებათ. გარდა ამისა, იგი გონებრივ შესაძლებლობაზეც აგებს პასუხს.

ამ ჰორმონის გადამეტებული გამომუშავება წონაში კლებას იწვევს. ამასთანავე, ტვინი ივსება შიშისმომგვრელი ფიქრებით. გულისცემა ძლიერდება, ქალს უძილობა აწუხებს. ქვეითდება მეხსიერება. თუ ეს სიმპტომები საკუთარ თავში აღმოაჩინეთ, აღარ დააყოვნოთ, სასწრაფოდ გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი. თიროქსინის უკმარისობა კი, ისეთ უსიამოვნო შედეგებს იწვევს, როგორიცაა: წონის მატება, დაღლილობა, მოთენთილობა, დაბნეულობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უშვილობას.

ნორადრენალინი – გამომუშავდება სტრესულ სიტუაციებში თირკმლიზედა ჯირკვალში. სწორედ მისი წყალობით ფართოვდება სისხლძარღვები, ლოყები გვივარდისფრდება, თვალები გვიბრწყინავს. კანი კი ელასტიკური გვიხდება. ნორადრენალინის წყალობით ქალი ნებისმიერ პრობლემას მარივად აგვარებს, თვალისმომჭერელად გამოიყურება და ჯანმრთელი ძილი აქვს.

ინსულინი – სისხლში კუჭქვეშა ჯირკვლიდან ხვდება. აკონტროლებს გლუკოზის დონეს სისხლში, გვაძლევს სასიცოცხლო ენერგიას.

დაბადებისას ზოგიერთი ქალის ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ინსულინს არ გამოიმუშავებს. ზოგიერთი კი სიტკბოსა და ცომეულის ზედმეტი სიყვარულით იქვეითებენ მის გამომუშავებას. დიაბეტით დაავადების შანსი გიორმაგდებათ, თუ თქვენი რომელიმე ახლო ნათესავი დიაბეტიკია.

კომენტარები

სხვა სიახლეები