“თუ ვერ ქმნი, იმუშავე, რომ შექმნა” – ჰენრი მილერის 11 მცნება ყოველდღიური შემოქმედებითი რუტინის შესახებ

1932-1933 წლებში, სანამ ჰენრი მილერის რომანი “კირჩხიბის ტროპიკი” დაიბეჭდებოდა, მილერმა შეიმუშავა მკაცრი ყოველდღიური რუტინა, როგორც ერთგვარი სტიმული წერისთვის და ამ მკაცრად გაწერილ შემოქმედებით რუტინას მწერალი ერთგულად მისდევდა.
“კვირა + ” გთავაზობთ წერისა და ყოველდღიური შემოქმედებითი რუტინის ჰენრი მილერისეულ 11 მცნებას.
1. იმუშავე ერთ საკითხზე მანამ, სანამ არ დაასრულებ მას.
2. არ დაიწყო ახალი წიგნი და არ დაიმატო შავი მასალა.
3. არ ინერვიულო. არ იღელვო. იმუშავე მშვიდად, მხიარულად, უხეშად, დაუფიქრებლად და წინდაუხედავად.
4. იმუშავე პროგრამის და არა ხასიათის მიხედვით. გაჩერდი დანიშნულ დროს.
5. როცა ვერ ქმნი, შეგიძლია, იმუშაო.
6. სჯობს, ყოველდღიურად დააცემენტო ის, რაც შექმენი, ვიდრე დაამატო ახალი სასუქები.
7. გაუფრთხილდი ადამიანებს! დაინახე ხალხი! წადი სხვადასხვა ადგილას და დალიე, თუ ასე გსურს.
8. ნუ იქნები დაპროგრამებული ცხენი. იმუშავე მხოლოდ სიამოვნებით.
9. თუ არ მოგწონს პროგრამა, გააუქმე, მაგრამ მეორე დღესვე დაუბრუნდი მას. მოიკრიბე კონცეტრაცია. გამორიცხე ის, რაც გსურს.
10. დაივიწყე წიგნები, რომელთა დაწერაც გინდა. იფიქრე მხოლოდ იმ წიგნზე, რომელსაც წერ.
11. უპირველეს ყოვლისა, წერე. მხატვრობა, მუსიკა, მეგობრები, კინო, ეს ყველაფერი კი, მხოლოდ – წერის შემდეგ.

კომენტარები

სხვა სიახლეები