რატომ ქორწინდებიან ქართველი მამაკაცები სლავ გოგონებზე

გამოცემა The Рeople ქართველი მამაკაცების ინტერვიუებს აქვეყნებს, რომლებიც სლავ გოგონებზე არიან დაქორწინებულნი. გამოცემა ცდილობს გაარკვიოს, რატომ ურჩევნიათ ქართველ მამაკაცებს განსხვავებული გარეგნობის გოგონები და რატომ არ მოსწონთ ქართველები. შედეგები ქართველ გოგონებს ნამდვილად ვერ გაახარებს.

სანდრო ნემსაძე, 27 წლის-ის დაქორწინებული იყო რუს გოგონაზე.

1ჩემს რუს მეუღლეს შევხვდი თურქეთში. მე იქ ვმუშაობდი, ის კი შეყვარებულთან ჩამოვიდა. სიმართლე რომ ითქვას, მე ის ჩემს მეგობარს წავართვი. ასეთები არიან სლავური წარმოშობის გოგოები, მათ გამო თავსაც დაკარგავ. რამდენიმე თვიანი ურთიერთობის მერე დავქორწინდით. სამწუხაროდ ჩვენ ერთად მხოლოდ 3 წელი ვიცხოვრეთ და მე ვთვლი, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანი, მეგობარი და ცოლი იყო. მე დღემდე ვეჭვიანობ, როცა მასზე ვფიქრობ. მომავალში თუ დავქორწინდი, ასევე მინდა სლავური წარმოშობის გოგონა იყოს. დამიჯერეთ, ჯობს გაატარო 1 წელი მასთან, ვიდრე 5 ქართველ გოგონასთან. განსხვავებით ქართველი ქალებისგან, სლავი გოგონები მიმზიდველობითა და მომხიბვლელობით გამოირჩევიან. ცოტა ხნის წინ მე ერთი ლამაზი გოგონა გავიცანი, დავპატიჟე ის პაემანზე და ვინანე. საშინელ ფორმაში მოვიდა. ქართველ გოგონებს არ შეუძლიათ იყვნენ სექსუალურები, არ აქვთ უნარი შეაბან კაცი. არიან საოცრად დაკომპლექსებულები და ამავე დროს , ძალიან მომთხოვნები. სანაცვლოდ კი არაფერს იძლევიან. მათთან თანაცხოვრებისას ერთადერთი კომფორტი ისაა, რომ არასოდეს გთხოვენ დაალაგო, მოამზადო საჭმელი. მათ ბავშვობიდან ასწავლიან, რომ ეს მათი გასაკეთებელი საქმეა.

ვახტანგი 30 წლის – დაქორწინებულია უკრაინელ გოგონაზე

2ჩემი ცოლი მე მეგობრის ქორწილში გავიცანი. მხიარულება, სადღეგრძელოები, ცეკვები. ქორწილის შემდეგ ჩვენ მიმოწერა დავიწყეთ, შემდეგ შევხვდით. საბოლოოდ ყველაფერი მივიდა ქორწინებამდე. ჩვენ ხშირად ვიცინით, რომ ყველაფერი ქორწილით დაიწყო და ქორწილითვე დამთავრდა. მე ყოველთვის ვეძებდი სლავ გოგოს. არაფერი მაქვს ქართველების საწინააღმდეგო, ქართველი გოგონებისთვის ოჯახი უმთავრესია, ისინი ხშირად ხუჭავენ თვალს ქმრის ღალატზეც ოჯახის შესანარჩუნებლად, კაცები კი სამწუხაროდ ამით სარგებლობენ. სლავ გოგოს კი სურს ერთადერთი იყოს მამაკაცისთვის და ამისათვის ის ყველაფერს აკეთებს. თუ უღალატე, დარწმუნებული იყავი, რომ ის დილით ჩემოდნით ხელში დაგხვდება კარებთან. დამიჯერეთ, მამაკაცს, რომელიც სლავ გოგონაზეა დაქორწინებული, არასოდეს მოუვა აზრად მას უღალატოს, ხოლო თუ მოუვა-ის იდიოტია

გიორგი, 22 წლის- დაქორწინებულია უკრაინელ გოგონაზე

3ჩემი უკრაინელი ცოლი მე დასვენების დროს გავიცანი. ნაცნობობის დღეს ნასვამი გახდლით, თუმცა მაშინვე მივხვდი, რომ დავიკარგე. ნახევარ წელიწადში დავქორწინდით. მე მადლობელი ვარ განგების, რომ ჩემი გული უკრაინელმა მოინადირა. ვიღაც იტყვის, რომ გარეგნობა მთავარია, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ გიყვარდეს ადამიანი, რომელიც სულიერად და გარეგნულად შეუფასებელია, ორმაგად სასიამოვნოა. ქართველი გოგონები მატერიალისტები არიან, სლავებს კი უყვართ მთელი გულით, ისინი მზად არიან იცხოვრონ გრძნობებით. ვიღაც იტყვის, რომ არასწორი ვარ, რადგან ბევრი უკრაინელი ზედაც არ შეხედავს მამაკაცს, რომელსაც არ ყავს კარგი მანქანა.  აქ მე ვიტყოდი, რომ გამონაკლისები ყველგანაა. კიდევ დავამატებდი, რომ თუ სლავი გოგონა ვერ თხოვდება საკუთარ ქვეყანაში, ჩამოვიდეს აქ. აქ პოტენციური საქმრო მისთვის იმდენივეა, რამდენიც მანდარინი ხეზე. ასარჩევად ექნება საქმე.  მოკლედ, რომ ვთქვა სლავი ცოლის ყოლა ისეთივე პრესტიჟულია, როგორც მაგარი რესტორანი ან Bentley. ასეთი მამაკაცები თავაწეულები დადიან და მათი ყველას შურს.

წყარო: http://fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები