შიზოფრენიით დაავადებული ფილოსოფოსი, რომელმაც ფსიქიური აშლილობის დროს ფილოსოფიის შედევრი შექმნა

მსოფლიოს ისტორიას ახსოვს გენიოსები, რომელთაც სხვადასხვა დაავადებებმა ხელი არ შეუშალათ, გამხდარიყვნენ საუკეთესოები. გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე ქართველი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი თუმცა ცოტამ თუ იცის იმ დაავადებისა და დიაგნოზის შესახებ რაც მას ექიმებმა დაუსვეს.
დიაგნოზი – ბირთვული მოზაიკური შიზოფრენია. სიმპტომები – განდიდების მანია – ავრცელებდა ბარათებს ტექსტით: „ორ თვეში დედამიწაზე პირველი ადამიანი გავხდები“, მოითხოვდა კედლებიდან სურათების ჩამოხსნას, რამეთუ მისი ბინა იყო „ტაძარი“; გონების დაბინდვა – ერთხელ ქალაქის მთავარ მოედანზე ცხენს კოცნიდა და ქუჩაში მოძრაობა გააჩერა; ძლიერი თავის ტკივილები, არაადეკვატური საქციელი. ცნობილია, რომ ავადმყოფი თავისი ფეხსაცმლიდან სვამდა თავისივე შარდს, ხშირად უაზროდ ყვიროდა, საავადმყოფოს დარაჯი ბისმარკი ეგონა და ა.შ.ნიცშე სიცოცხლის ბოლო ოცი წელიწადი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გახლდათ – თუმცა სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მაგალითად – „ასე იტყოდა ზარატუსტრა“.
ნიცშემ 11 წელი ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა, შინ მასზე დედა ზრუნავდა. მდგომარეობა სულ უფრო ურთულდებოდა, სიკვდილის წინ კი უმარტივეს ფრაზებსღა ამბობდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები