ჟურნალმა „ფორბსმა“ მომღერლების შემოსავლების მიხედვით, მათი ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის შედგენისას გამოიყენეს კვლევის სხვადასხვა ბაზა, მომღერლების აგენტების, მენეჯერების და იურისტების მონაცემები, ხშირად კი კვლევა თავად მომღერლების ინტერვიუებს ეფუძნებოდა. როცა მომღერლების შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა, ის არცერთ ვარსკვლავს არ გაუპროტესტებია და მათი ფინანსების რაოდენობა არ უარუყვია. ნიშანდობლივია, რომ 2013 წელს გამარჯვებული მადონა უკვე მეორე წელია ყველაზე მაღალშემოსავლიანი და მდიდარი მომღერლების ათეულში ვეღარ ხვდება. ამის მიზეზად ჟურნალი იმას ასახელებს, რომ მადონა ბოლო დროს მსმენელს ახალი სიმღერებითა და კონცერტებით არც ისე ხშირად ანებივრებს.
ჩამონათვალში პირველი ადგილი მომღერალმა ქეით პერიმ დაიკავა, მეორე ადგილი კი წილად ტეილორ სვიფტს ერგო.
1. ქეით პერი – 135 მილიონი დოლარის მფლობელია. პერი ერთბაშად 4 პოზიციით დაწინაურდა.წინა წელს ის სიაში მე-5 ადგილს იკავებდა. თავისი ტურნეს ფარგლებში იგი მსოფლიოს მასშტაბით მსმენელის წინაშე 126- ჯერ წარდგა, თითოეული კონცერტიდან მან შემოსავლის სახით დაახლოებით 2 მილიონი დოლარი მიიღო. კონცერტების გარდა, ის რამდენიმე რეკლამშიც გადაიღეს, რამაც მას აგრეთვე მსხვილი შემოსავლები მოუტანა.