დღეიდან ფუდპანდა ღამის 03:00 საათამდე თქვენს გვერდით იქნება

გიყვართ გემრიელი კერძები, მაშინ არ დააყოვნოთ და ფუდპანდა მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე! რთულია გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი შეთავაზების დროს! მით უფრო, თუ წვიმს, თოვს, ქარია ან დრო არ გაქვთ და ვერ ახერხებ ობიექტში მისვლას… ფუდპანდა და მისი პარტნიორები, მომხმარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ. დღეიდან კი თქვენთვის საყვარელ კერძს, უკვე ღამის 3 საათზეც თქვენთვის სასურველ ადგილას მოგართმევენ. წინ სასიამოვნო დღეები გელით… შეიქმენი მაქსიმალური კომფორტი! გამოიძახე 150-ზე მეტი რესტორნიდან და ფუდპანდას კურიერი ადგილზე მოგართმევთ!სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას – ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.

გთავაზობთ უგემრიელეს და ჰაეროვან ბერძნული სალათის მომზადების წესს შემადგენლობა: სალათის ფოთლები – 50 გრ, კიტრი – 1 ცალი, წითელი ხახვი – 1/2 ცალი, ზეთის ხილი – 30 ცალი, ყველი ფეტა – 200 გრ, ზეითუნის ზეთი – 70 მლ,ღვინის ძმარი – 2 ს/კ, ნიორი – 1 კბილი, ლიმონი – 1 ცალი, მარილი – გემოვნებით, წიწაკა – გემოვნებით, პომიდორი – 1 ცალი, შაქარი – 1 ც/კ მომზადების წესი: ეს არის უგემრიელესი მსუბუქი საგაზაფხულო სალათი. სალათის ფოთლები დავჭრათ და ჩავყაროთ ჯამში. პომიდორი დავჭრათ დიდ კუბიკებად და დავამატოთ სალათის ფოთლებში. ხახვი დავჭრათ თხელ რგოლებად და ასევე ჩავდოთ სალათში. კიტრი გავფცქვნათ და დავჭრათ კუბიკებად.ზეთის ხილი გავჭრათ შუაზე, ნაწილი წვრილად დავჭრათ და ცალკე თეფზე გადავდოთ. (დაგვჭირდება შესაკაზმისთვის) ოხრახუშის პატარა კონა წვრილად დავჭრათ და ჩავყაროთ ჯამში. ყველი ფეტა დავჭყლიტოთ ჩანგლით და დავამატოთ სალათში. ყველაფერი კარგად ავურიოთ.მოვამზადოთ შესაკაზმი ზეითუნის ზეთისგან, წვრილად დაჭრილი ზეთის ხილისგან, ღვინის ძმრისგან, წვრილად დაჭრილი ნიორისგან და 1 ჩ/კ შაქრისგან.ასევე დავამატოთ ლიმონის წვენი.ყველაფერი მოვათავსოთ ჯამში და კარგად ავურიოთ. დავასხათ ეს სითხე სალათს და ავურიოთ. მზად არის. გემრიელად მიირთვით! foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები