ზოგჯერ  პრეზიდენტები, მინისტრები  და პოლიტიკოსები იმაზე უფრო ახლოს აღმოჩნდებიან ხოლმე, ვიდრე ჩვენ გვგონია…

Аргументы и Факты”-მა  საინტერესო მასალა გამოაქვეყნა მსოფლიოსა და რუსეთის პოლიტიკოსებზე, რომლებსაც ექსტრემალურ პირობებში მოუწიათ გამოცდის ჩაბარება. გთავაზობთ, სტატიასისტორიები პოლიტიკოსებზე, რომლებმაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს შემოკლებული ვარიანტს.

 

მთელ მსოფლიოში პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკების დიდი ნაწილი  ადამიანების უმრავლესობისთვის მიუწვდომელნი არიან, ისინი შორს არიან ყოველდღიური უბედურებებისგან და უბრალო ადამიანების პრობლემებისგან.

 

პროგრამული პოლიტიკური განცხადებები, ოფიციალური ღონისძიებები, წინასაარჩევნო დებატები, ზოგჯერ კი,  კორუფციული სკანდალები – ეს სწორედ, ის ატმოსფეროა, რომელშიც მოსახლეობა მიჩვეულია დაინახოს პრეზიდენტი, პრემიერი-მინისტრი, მთავრობის სხვა  წევრები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები. მაგრამ ზოგჯერ ასეთი მიუკარებლებიც კი,  რომელთაც ხშირად  „ზეცაში მცხოვრებნსაც“ ვუწოდებთ, მოულოდნელად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე და ეხმარებიან ყველას, ვისაც უბედურება შეემთხვა.

ურუგვაის პრეზიდენტმა სიკვდილს გადაარჩინა ალერგიის მსხვერპლი. ახალგაზრდა ქალი საფრანგეთიდან კიდევ დიდი ხნის მანძილზე მადლობელი იქნება უფლის იმის გამო, რომ ურუგვაის პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი ოფიციალური ვიზიტებით ჩვეულებრივი სარეისო თვითმფრინავებით სარგებლობს. 26 ოქტომბერს პრეზიდენტი ტრანსატლანტიკური რეისით მიემგზავრებოდა საფრანგეთში, სადაც მას მოლაპარკებებში უნდა მიეღო მონაწილეობა. იმავე რეისით 17 წლის ფრანგი გოგონა შინ ბრუნდებოდა ბუენოს-აირესიდან, სადაც ჰოკეის ტურნირში მონაწილეობდა.

ფრენის დროს გოგონამ საუზმე მიირთვა, რომელიც არაქისს შეიცავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მას ძლიერი ალერგიული რეაქცია დაეწყო და სუნთქვა შეწყვიტა. ფრანგი გოგონას შეშინებულმა დედამ, რომელიც მასთან ერთად მგზავრობდა, დახმარება ითხოვა,” – იხსენებს ურუგვაის პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი.

 

დაზარალებულთან პირველები პრეზიდენტი ვასკესი და მისი პირადი ექიმი მარიო სელარაიანი მივიდნენ. ორივემ ერთად შეძლეს გოგონას დამშვიდება, მისცეს მას მედიკამენტები და ინექციაც გაუკეთეს ვენაში. ოპერატიულად მიღებული ზომების წყალობით უიღბლო სპორტსმენი გოგონას მდგომარეობა დასტაბილურდა და მანაც მშვიდობით ჩააღწია საფრანგეთში.

75 წლის ტაბარე ვასკესი პროფესიით ექიმია. მას დამთავრებული აქვს ურუგვაის უნივერსიტეტს სამედიცინო ფაკულტეტი ონკოლოგიის სპეციალობით, შემდეგ კი დამატებითი განათლება საფრანგეთში მიიღო.

როგორც მარიო სელარაიანმა განაცხადა, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ურუგვაის პრეზიდენტს ავიაგადარფენების დროს პროფესიული უნარების გამოყენება დასჭირდა. ასე რომ, თუ თქვენთან ერთად თვითმფრინავის ბორტზე ურუგვაის პრეზიდენტიც მოფრინავს, საკუთარ ჯანმრთელობაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ.

ანალოგიური მაგალითები ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს, მაგალითად  ქართველმა მინისტრმა უსახლკარო ადამიანი ჰალსტუხის მეშვეობით გადაარჩინა. ნებისმიერ მთავრობაში არის მინისტრი, რომლისთვისაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის დახმარების გაწევა პროფესიული ეთიკის საკითხია – საუბარია, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელზე.

2013 წელს ექსტრემალურ სიტუაციაში თავისი ქმედითუნარიანობის დამტკიცება მოუწია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს. მინისტრი ავიაშოუზე მიემგზავრებოდა, როცა თბილისის ცენტრში მდებარე გამზირზე  მოწმე გახდა, თუ როგორ დაეჯახა ავტომანქანა ნასვამ ფეხით მოსიარულეს. მინისტრის  რეაქცია მყისიერი იყო. მან გააჩერა ავტომანქანა, დაუყოვნებლივ გაეშურა დაზარალებულისკენ და პირველი დახმარება აღმოუჩინა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ დაშავებული წაიყვანა, რომელიც უსახლკარო დენის ახმედოვი აღმოჩნდა. ექიმებმა ნახეს, რომ ვიღაცამ სწორად შეაჩერა სისხლდენა ფეხზე და გადასახვევ მასალად ჰალსტუხი გამოიყენა. იმის შესახებ, რომ პირველადი დახმარება დაზარალებულს მინისტრმა აღმოუჩინა, „სასწრაფო დახმარების“ ექიმებმა მოგვიანებით შეიტყეს. დაზარალებულს წარმატებული ოპერაცია გაუკეთეს და მისი სიცოცხლე გადაარჩინეს. ხოლო პრესტიჟული მარკის დიზაინერული ჰალსტუხი, რომელიც ქართველ ჯანდაცვის მინისტრს არ დანანებია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ჩარჩოში მოათავსეს და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში საპატიო ადგილზე განათავსეს.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა არნოლდ შვარცენეგერმა  თავისი კინემატოგრაფიული კარიერის მანძილზე ადამიანები ასეულობით შემთხვევაში გადაარჩინა. პოლიტიკაში გადასვლის შემდეგ, როდესაც კალიფორნიის გუბერნატორი გახდა, არნიმ დაამტკიცა, რომ რეალურ ცხოვრებაშიც მზად არის დაეხმაროს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს.

2004 წლის გაზაფხულზე კალიფორნიის გუბერნატორი ჰავაის კურორტ მაუიზე ისვენებდა. წყნარ ოკეანეში ცურვისას შვარცენეგერმა დაინახა სერფერი, რომელიც ძლივს იკავებდა თავს წყლის ზედაპირზე. როგორც აღმოჩნდა, ექსტრემალს ფეხი დაეჭიმა ნაპირიდან საკმაოდ მოშორებულ მანძილზე. გუბერნატორმა დაზარალებული ბუქსირით აიყვანა თავის საცურაო საშუალებასთან ერთად და ოკეანის ნაპირამდე მიიყვანა, რისთვისაც ცურვით ასეულობით მეტრის დაფარვა მოუხდა. თვითონ შვარცენეგერი ამ შემთხვევის გახმაურებას არ აპირებდა, მაგრამ მისმა მეუღლემ მარია შვაიერმა ეს ამბავი იმავე კურორტზე მყოფ ტელეწამყვან პეტ ობრაიენს უამბო. ტელეწამყვანის წყალობით კი მომხდარის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. იმ დროს, როცა უამრავი ადამიანი აღფრთოვანებას ვერ მალავდა მსახიობის საქციელის გამო, სკეპტიკურად განწყობილი უმცირესობა ყურადღებას იმაზე ამახვილებდა, რომ გადარჩენილის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, გარდა ამისა, არც გადარჩენის მოწმეები ჩანდნენ სადმე. თუმცა შვარცენეგერი არავისთვის არაფრის დამტკიცებას არც აპირებდა – რაც არ უნდა ყოფილიყო, პოპულარობა მას ისედაც საკმარისზე მეტი ჰქონდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები