რა საშიშროების წინაშე ვაყენებთ თავს,როდესაც სარკეში ფოტოებს ვიღებთ

2015 წელს ყველაზე მეტი ფოტო გამოქვეყნდა, სადაც ადამიანები თავიანთ თავს სარკეში უღებენ სურათებს.ერთი შეხედვით ეს უბრალო გართობა და სიამოვნებაა, სინამდვილეში კი ნებისმიერ მსგავს ფოტოსესიას შეიძლება ისეთი შედეგი მოჰყვეს, რასაც არავინ არ ვისურვებდით ჩვენი თავისთვის.

საიდუმლო არაა, რომ სარკე ენერგიას ინახავს და რაც მის წინ ოდესმე მომხდარა, ყველაფერი ინახება მასში.ფოტოს გადაღებით კი ჩვენ შეგვიძლია შემთხვევით გავხსნათ პორტალი ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის.და ეს არც თუ იშვიათი მოვლენაა.სარკეში გადაღებულ სურათებზე ხშირად ჩნდებიან მოჩვენებები, სილუეტები, რომლის არსებობის დაჯერებაც ჩვენ ყოველთვის გვიჭირს.მაგრამ ეს რეალობაა.და ფოტოს გადაღებისას თუ ამ დროს სარკეში ჩვენც გამოვჩნდებით, სამუდამოდ იბეჭდება სარკეში ეს ინფორმაცია და ჩვენს ენერგიას უერთდება ის მძიმე ენერგია, რომელიც სარკის მიღმა ინახება.პორტალის ამ გზით გახსნისას კი სრულიად შესაძლებელია ის მძიმე ენერგია და მოჩვენებები, როგორც ამას ჩვენ ვეძახით, ჩვენს ცხოვრებაში შემოვუშვათ და ჩვენს სახლში დავასახლოთ.ამიტომ არ ღირს გარისკვა.არ აქვს მნიშვნელობა, მისტიკური სამყაროს არსებობის გჯერათ თუ არა, ერიდეთ სარკეს და რაც უფრო ძველია ის, მით უფრო ნაკლებად იმეგობრეთ მასთან.და თუ ვერ ელევით საკუთარი თავის წამდაუწუმ ფოტოებზე აღბეჭდვის ბედნიერ წამებს, იყიდეთ ახალი სარკე, რომელსაც არანაირი მძიმე ენერგია არ ექნება წარსულიდან შენახული და იცოვრეთ მშვიდად.

კომენტარები

სხვა სიახლეები