სუპერმოდელ ირინა შეიკთან ერთწლიანი დაშორების შემდეგ, პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ, როგორც იქნა, ახალი „გერლფრენდი“გაიჩინა.
როგორც ჟურნალი TATLER-ი წერს, 30 წლის ფეხბურთელის რჩეული 23 წლის ესპანელი კლაუდია სანჩესია. დასავლური გამოცემები გოგონას მოდელად მოიხსენიებენ, თუმცა, მოდურ ფოტოსესიებში და მის პირად გვერდზე: @clausan в Instagram ის, როგორც ტოპმოდელი, არ ფიქსირდება. სამაგიეროდ, ერთი თვის წინ იქ გაჩნდა ახალი ფოტო კრიშტიანუსთან ერთად. ფოტოს სათაურში, რომელიც „რეალის“ თავდამსხმელის სახელობითი არომატის პრეზენტაციაზეა გადაღებული, კლაუდია სანჩესს უწერია: „რამხელა პატივია“.
ეს დეტალი, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების ყურადღებას არ გამოპარვია. მომდევნო დღეებში პაპარაცებმა წყვილი ერთად, მადრიდული რესტორნის შესასვლელთანაც დააფიქსირეს.