კომპანია „გუგლის“ 23 წლის თანამშრომელი ამჟამად ე.წ მოძრავ სახლში ცხოვრობს. მამაკაცმა, რომლის სახელია ბრენდონი, ხოლო გვარი არ საჯაროვდება, გამოცემა Business Insider-ს უამბო, რომ ის ცხოვრობდა სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ ბინაში, რომელშიც თვეში 2 ათასი დოლარის გადახდა უწევდა. ახალგაზრდა პროგრამისტს ეს თანხა ეძვირა, ამიტომ მან 10 ათას დოლარად შეიძინა მოძრავი 12 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი. ეს თანხა მან სამსახურში აყვანისას ბონუსის სახით მიიღო.
ფურგონის მფლობელი ყოველთვიურად 121 დოლარს დაზღვევაში იხდის. „ოთახში“ მას აქვს რამდენიმე ნათურა და ლეპტოპი, რომელიც ერთ დატენვაზე მთელი ღამე მუშაობს.
„მოძრავი სახლი“ სამსახურის პარკინგზეა გაჩერებული, ამიტომ პარკირებაში მას თანხის გადახდა არ უწევს. რაც შეეხება პირად ჰიგიენას, ბრენდონი შხაპს ოფისის სპორტული დარბაზის საშხაპეში იღებს, ასევე სამჯერ იკვებება სამსახურის სასადილოში. ასეთი ცხოვრების წესის მეშვეობით ბრენდონი თავისი შემოსავლის მხოლოდ 10%-ს ხარჯავს.
Prev Post
სხვა სიახლეები