საკვები და სასმელი, რომლებიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია

“ქინდერ სიურპრიზი”
ის, ვინც ამერიკის სუპერმარკეტში ბავშვისთვის ქინდერ სიურპიზის შეძენას გადაწყვეტს, მოულოდნელი სიურპრიზით გაოცდება. ამ პროდუქტის გაყიდვა ამერიკის სუპერმარკეტებში აკრძალულია. ამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთვის არ არის მიღებული ისეთი პროდუქტის გაყიდვა ბავშვებისათვის, როდესაც საკვები და არასაკვები საგნები ერთად არის შეფუთული.

ვარდისფერი ლორწო
ეს არის პასტა „ამაზრზენი“ სახელით. იგი ხორცის ნარჩენებისგან მზადდება. ადრე  მხოლოდ ძაღლების საკვებად გამოიყენებოდა. ხორცის, ვარდისფერი ფერის მისაღებად მას ამიაკში ჟღინთავენ. ვარდისფერ ლორწოს ამერიკაში დღეს კატლეტისა და სოსისების შემადგენლობაში აქტიურად იყენებენ. ევროპაში ეს პროდუქტი უკვე დიდი ხანია აკრძალულია. ჩვენთან მაინც ხშირად დაინახავთ, რომ ბავშვები ამით ერთობიან.

სპორტული სასმელები და ხილის გაზიანი სასმელები

ბრომირებული მცენარეული ზეთი – ეს ნივთერება შედის თითქმის ყველა არომატიზებულ, სპორტულ სასმელებში, რომლებსაც ციტრუსის გემო აქვთ. ეს ნივთიერება 100- ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ამ ნივთიერების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, ასევე შეიძლება იყოს აუტოიმუნური დაავადებების მაპროვოცირებელი, შესაძლოა გამოიწვიოს ზრდის შეფერხება და სხვა.

თევზსაშენ ფერმაში გამოზრდილი ორაგული

თევზსაშენებში ორაგულებს სპეციალური მარცვლებით კვებავენ, ისინი გაჯერებულია ანტიბიოტიკებით და სხვა  პრეპარატებით. ამის გამო თევზის ხორცი ნაცრისფერ შეფერილობას იღებს. ამის გამოსასწორებლად მწარმოებლები საკვებში ასტაქსანტინს ურევენ, ხორცი კი ვარდისფერი ხდება. ეს ნივთიერება, რა თქმა უნდა, საშიშია. თევზსაშენში გამოყვანილი ორაგული ჯერჯერობით მხოლოდ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშია აკრძალული.

არაპასტერიზებული რძე
არაპასტერიზებული რძე მთელ ევროპაში იყიდება და ითვლება ბევრად უფრო სასარგებლო და გემრიელად, ვიდრე თერმულად დამუშავებული რძე. სამაგიეროდ, ლისტერიოზის, სალმონელას, ნაწლავური ჩხირის და კამპილობაქტერიოზის შესაძლო გამოწვევის გამო ის აკრძალულია ამერიკის ბევრ ქვეყანასა და კანადაში.

აბსენტი
აბსენტი ძლიერი ალკოჰოლური სასმელია. მას სხვადასხვა სახეობის ფოთლებისგან ამზადებენ. აბსენტი ასტიმულირებს შემოქმედებით პოტენციალს, ასევე მას შეუძლია გამოიწვიოს ჰალუცინაცია და აგრესიული ქცევა. აბსენტის სამშობლო საფრაგეთია. იქ კი ჯერ კიდევ 100 წლის წინ აიკრძალა ამ სასმელის დალევა. 2011 წელს აბსენტი აკრძალეს ამერიკაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში.

ფუგა
თევზი, ფუგა – ყველაზე შხამიანი უხერხემლოა სამყაროში. მისი ხორცი დელიკატესად ითვლება იაპონიასა და კორეაში. თუ მისი მომზადების დროს რაიმე შეცდომას დაუშვებთ, იგი სასიკვდილოდ მომწამვლელი ხდება. ძალიან გამოცდილ მზარეულებსაც კი, 3-წლიანი პრაქტიკა ჭირდებათ იმისთვის, რომ ფუგუს მომზადების საიდუმლოებებს ჩასწვდნენ. ეს თევზი შეიცავს საშიში ნეიროტოქსინებს – ტეტროდოკსინს. კერძის არასწორი მომზადების შედეგად ეს ნივთიერება რჩება თევზში, იწვევს კუნთების დამბლას და გაგუდვას.

კომენტარები

სხვა სიახლეები