ვაშლის შტრუდელი

 

ინგრედიენტები:
ფენოვანი ცომი – 450 გრ.
ქიშმიში – 6-7 ს/კ.
ვაშლი წვენი და რომი – 3 ს/კ.
ვაშლი – 800 გრ.
ლიმონი – 1 ცალი,
შაქარი – 6 ს/კ.
დარიჩინი – 2 ჩ/კ.
დაჭრილი ნიგოზი – 6 ს/კ.
არაჟანი – 6 ს/კ.
კვერცხის გული – 2, შაქრის პუდრა, ცოტაოდენი ფქვილი, პერგამენტი.

მომზადების წესი: ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და მართკუთხედის ფორმა მივცეთ. ქიშმიში რომში და ვაშლის წვენში დავალბოთ. ვაშლები თხელ ნაჭრებად დავჭრათ. ლიმონის კანი გავხეხოთ და წვენი გამოვწუროთ, შემდეგ ერთმანეთს ვაშლი, ლიმონის ცედრა, 3 ს.კ. ლიმონის წვენი, შაქარი, დარიჩინი, ქიშმიში და ნიგოზი შევურიოთ. ღუმელი 180 გრადუსამდე გავაცხელოთ. საცხობ ფირფიტაზე პერგამენტი დავაფინოთ. ცომს შუაში არაჟანი წავუსვათ, კიდეზე – კვერცხის გული. არაჟანზე ვაშლიანი მასა გადავანაწილოთ, ცომის კიდეები გადავკეცოთ და სიგრძეზე გადავახვიოთ. შტრუდელი საცხობ ფირფიტაზე ისე მოვათავსოთ, რომ ნაწიბური ქვემოთ აღმოჩნდეს. ზემოდან კვერცხის გული წავუსვათ და ღუმელში 1 საათით შევდგათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები