ექს – „ვიაგრა“ ვერა ბრეჟნევა ქართველზე გათხოვდა – უკრაინის ყველაზე სექსუალური ქალი ცოლად კონსტანტინე მელაძეს გაჰყვა (ფოტოკოლაჟი)
ჯგუფი „ვიაგრას“ ყოფილი სოლისტი, მომღერალი ვერა ბრეჟნევა ცოლად კომპოზიტორსა და მუსიკალურ პროდიუსერს – კონსტანტინე მელაძეს გაჰყვა. წყვილმა იტალიის ტოსკანას რეგიონში, ფორტე-დე-მარმიზე იქორწინა. ინფორმაციას მოდური ჟურნალი ELLE ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბრეჟნევას პირადი ცხოვრების შესახებ საუბარი ამ დროისთვის არ სურს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პოპულარული მომღერლის რჩეულის, ან საყვარელი მამაკაცის შესახებ კონკრეტულად არაფერი იყო ცნობილი. რუსეთში ცნობილი 2 პერსონის დაოჯახების შესახებ კი დღეს იტალიურმა მედიამ დაწერა.
საქორწინო ცერემონია, კორსიკის სანაპიროზე, ფორტე-დეი-მარიზე გაიმართა. წყვილი თავად ქალაქის მერმა უმბერტო ბურატტიმ დაქორწინა. უცხოელი ჟურნალისტების ინფორმაციით, საქორწინო ცერემონიის შემდეგ, სასტუმრო Paradiso al Mare -ში ბანკეტი გაიმართა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ვარსკვლავური წყვილი თაფლობის თვეს ტოსკანას ზღვისპირა კურორტ ვერსილიაში გაატარებს.
რუსულ პრესაში ხმები იმის შესახებ, რომ ესტრადის ვარსკვლავსა და მის პროდიუსერს არა მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა ჰქონდათ, არამედ პირადიც, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა. წყვილი რომანს განსაკუთრებით მალავდა. მომღერალ ვალერი მელაძის ძმა მეუღლე იანას შარშან გასცილდა, რომელთან ქორწინებაში 19 წელი იმყოფებოდა. რაც შეეხება უკრაინაში ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებულ ვერა ბრეჟნევას, ის 2012 წლიდან განქორწინებულია. ლამაზმანის ბოლო ქმარი უკრაინელი ბიზნესმენი მიხეილ კიპერმანი იყო.
ჟურნალი ELLE განმარტავს, რომ მომღერლის პრესატაშემ უკვე ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია მელაძისა და ბრეჟნევას ქორწინების შესახებ. მან ასევე დაამატა, რომ წყვილი თავს განსაკუთრებულად ბედნიერად გრძნობს, თუმცა, ჯერჯერობით მათ საკუთარი ურთიერთობის გახმაურება არ სურთ.