24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი გამოგიჩნდებათ. საკმაოდ ენერგიული ხართ, რათა სასურველი რეალობად აქციოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი გელით.

კურო
კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. აპატიეთ გარშემო მყოფებს დაშვებული შეცდომები. ზოგიერთებს ხელშეკრულებების გაფორმება და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ელით.

ტყუპი
სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. გამორიცხული არაა, შეცდომაში ახლობლებმაც შეგიყვანონ. მაქსიმალური ყურადღება და მობილიზება გმართებთ.

კირჩხიბი
კრეატიული იდეების განხორციელების დღეა. აიყოლიეთ თანამოაზრეები და იმოქმედეთ. საღამოს მოაწესრიგეთ პირადი ნივთები და საქმიანი დოკუმენტები.

ლომი
დილა სამსახურის საქმეებს უნდა დაუთმოთ. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებისთვის. საღამო ოჯახში გაატარეთ, მშობლებს სამომავლო გეგმები გააცანით.

ქალწული
კარგი დღეა ახლის შესასწავლად, გამოცდილების მისაღებად. შეეხმიანეთ ახლობლებს. შეიძლება მათი რჩევა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ.

სასწორი
წარმატება გელით ფინანსური საკითხების მოგვარებისას. საღამო კომფორტულ, შინაურულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
კარგი დღეა გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად; უცხო ენის შესასწავლად ან გასაღრმავებლად. წაიკითხეთ ფსიქოლოგიური ან ფილოსოფიური ლიტერატურა. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
მეტი ყურადღება და მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. დაეხმარეთ მათ მატერიალურად და მორალურად.

თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ პირად ცხოვრება. ზოგს რომანტიკული ნაცნობობა ელის. ზოგსაც საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაანებივრებს.

მერწყული
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. სხვა დღისთვის გადადეთ საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების შესრულება. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად და მათთან ერთად იმხიარულეთ.

თევზები
ენერგიული და ემოციური ხართ. ნებისმიერ წინააღმდეგობას მარტივად გადალახავთ. საღამოს ახლობლებს და მეგობრებს შეხვდით და იმხიარულეთ.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები