ტუტანჰამონის ოქროს ნიღაბი კაიროს მუზეუმიდან გაქრა – რა საფრთხე ემუქრება ფარაონის ძვირფას არტეფაქტს (ვიდეო+ფოტო)

ეგვიპტის ფარაონ ტუტანჰამონის ოქროს ნიღაბს, დამთვალიერებლები და ტურისტები  2 თვით ვეღარ იხილავენ. ფარაონის ფასადაუდებელ ნივთს საფრთხე შეექმნა.

ოქროს ნიღაბი საგამოფენო დარბაზიდან 2 თვით სპეციალურ საცავში გადაიტანეს. ეგვიპტელმა და გერმანელმა სპეციალისტებმა მისი რესტავრაცია უკვე დაიწყეს.

1

აღდგენითი სამუშაოების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2014 წელს მუზეუმის განათების სარემონტო სამუშაოების დროს მუშებმა არტეფაქტი შემთხვევით დააზიანეს.მათ ნიღაბს წვერის ფრაგმენტი მოტეხეს და დანაშაულის დასაფარად ის ეპოქსიდის წებოთი მიამაგრეს.

მუზეუმის სამმა თანამშრომელმა მაშინ მომხდარის სამი ვერსია წარმოადგინა. ერთადერთი რაზეც სამივე ერთ პასუხს იძლეოდა, ისაა რომ მუზეუმის ხელმძღვანელობამ სამივეს უბრძანა, ნიღაბი სასწრაფოდ აღედგინათ. შედეგად კი, ძნელად მოსაშორებელი ეპოქსიდის წებოთი წვერის მიწებება, რესტავრატორების ნაცვლად, მუშებმა ითავეს. ამ პროცესში მათ უნიკალური არტეფაქტის სხვა ნაწილიც დააზიანეს. წებოს ნაწილი სახეზეც დაეწვეთა და მუზეუმის მოსამსახურეებმა მისი მოფხეკა სცადეს, რის შედეგადაც, მოტეხილ წვერს სახეზე ნაჩხაპნებიც დაემატა. საბოლოო ჯამში, 1922 წელს ბრიტანელი არქეოლოგის – ჰოვარდ კარტერის მიერ ნაპოვნი ნიღაბი, სერიოზულად დაზიანებული აღმოჩნდა.

„წებოს ძალიან დიდი მიწებების უნარი აქვს და ის გამოიყენება ლითონზე ან ქვაზე – მაგრამ ვფიქრობ, ის შეუფერებელი იყო ისეთ ნივთზე, როგორიც არის ტუტანჰამონის ოქროს ნიღაბი. ნიღაბი კონსერვაციის ლაბორატორიაში უნდა წაეღოთ, მაგრამ ისინი ისე ჩქარობდნენ გამოფენაზე რაც შეიძლება მალე გაეტანათ, რომ მოუხდათ სწრაფად მშრობი მასალის გამოყენება, რომელიც შეუფებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა მუზეუმის კურატორმა.

2

ტუტანჰამონის 3300 წლის ნიღაბი,  ტურისტებისთვის მთავარ და ყველაზე უფრო საინტერესო ექსპონატს წარმოადგენს. თეორიულად იგი ტუტანჰამონს უნდა გამოსახავდეს, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მისი მსგავსება ორიგინალთან მინიმალურია, ბრიტანელმა მეცნიერებმა ვირტუალური აუტოფსიით დეტალურად აღადგინეს ტუტანჰამონის იერსახე.

მომხდარს თვითმხილველებიც ჰყავს. ნიღაბის დაზიანების ფაქტს მაშინ შემთხვევით, ტურისტი ჯეკი როდრიგესიც შეესწრო. მან ფოტოც გადაიღო, სადაც ასახულია, მუზეუმის თანამშრომელი, რომელიც წებოთი ხელში ცდილობს, ფარაონის ნიღაბს მომძვრალი წვერის ფრაგმენტი მიამაგროს. მოგვიანებით ტურისტმა ფოტოკადრი ახალი ამბების საერთაშორისო საააგენტო „ასოშიეიტიდ პრესს“ (Associated PressAP)  გადაუგზავნა, საიდანაც ის მსოფლიო მედიაში გავრცელდა.

h

რაც შეეხება თვითონ ამ დეტალს – წვერს ფარაონებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდა. ძველ ეგვიპტეში წვერის ტარების უფლება მხოლოდ ქვეყნის მმართველს შეეძლო. თუმცა,  ხშირად მისი წვერი ხელოვნური იყო. ყველა სხვა მამაკაცი ვალდებული იყო წვერგაპარსული ყოფილიყო. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეგვიპტელი ფარაონები წარმოადგენდნენ ღმერთ ჰორის მიწიურ ხორცშესხმას და ამიტომ აუცილებელი იყო ფარაონი მხოლოდ მამაკაცი ყოფილიყო. ქალი ფარაონი ხატშეფსუტი, ოფიციალური ცერემონიების დროს, მამაკაცის ტანსაცმელს ატარებდა და სახეზე ხელოვნური წვერი ჰქონდა დაწებებული.

ექსპერტების თქმით, ტუტანჰამონის ოქროს ნიღაბის სარესტავრაციო პროცესი 2 თვეს გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტები იმასაც დააზუსტებენ, თუ რა ტექნოლოგიით დამზადდა სამი ათას სამასი წლის წინ ფარაონის ნიღაბი. ის დამზადებულია ოქროთი და ლაზურიტით.მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უძვირფასესი ექსპონატი, უკვე  3 300 წელს ითვლის.

https://www.youtube.com/watch?v=lMAuoPDAWew

3 APTOPIX Mideast Egypt Antiquities 5 6 7 7-2 8 9 10 11 12 13 14 15 1922 წლის ფოტო - ტუტანჰამონის საფლავი 17

კომენტარები

სხვა სიახლეები