თბილისის მერიის ცხოველების მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით 2015 წლის 20 ოქტომბერს მოქალაქე ლაშა კაპანაძე დაუკავშირდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და აცნობა, რომ ცინცაძის ქუჩაზე კნუტი სავარაუდოდ იმყოფება მისი მანქანის ძრავში, საიდანაც დამოუკიდებლად ამოსვლას ვერ ახერხებს.
სააგენტოს წარმომადგენლები გამოცხადდნენ მისამართზე, მანქანის დათვალიერებისას კნუტის დანახვა თითქმის შეუძლებელი იყო, თუმცა ხმა განუწყვეტლივ ისმოდა, სააგენტოს გადაწყვეტილებით მისამართზე გავიდა კიდევ ერთი მობილური ჯგუფი და საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ კნუტი უვნებლად იქნა ამოყვანილი. ამჟამად იგი გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
Next Post
სხვა სიახლეები