სკანდალი: საუდის პრინცი მამაკაც პარტნიორთან სექსს ქალებს იძულებით აყურებინებდა – დასჯიან თუ არა სიკვდილით ტახტის მემკვიდრეს (ვიდეო,ფოტო)
საუდის არაბეთის პრინცი მეჯედ ბინ აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ-საუდი ხმაურიან სკანდალში გაეხვია. პრინცი მამაკაცთან სექსუალურ კავშირსა და ქალებზე სექსუალურ ძალადობაში, სამმა ქალბატონმა დაადანაშაულა. მათი განცხადებით, მამაკაცთან გეი-სექსით დაკავებული ალ-საუდი, რომელიც კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მათ ამ სანახაობის ყურებას აიძულებდა და სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა.
“მე პრინცი ვარ და იმას გავაკეთებ, რაც მინდა. თქვენ კი არარაობები ხართ”, – გაიძახოდა მამაკაცთან სექსით დაკავებული პრინცი, ფაქტის თვითმხილველი ქალების გასაგონად. ინციდენტი, როგორც გავლენიანი გამოცემები – DAILY MAIL და NEW YORK POST წერენ, ამერიკაში, ბევერლი-ჰილზზე მდებარე პრინცის 37 მილიონ დოლარად შეფასებულ ვილაზე მოხდა. სამი დამლაგებელი ქალბატონის განცხადების თანახმად, მომხდარის დროს ალ-საუდი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
29 წლის პრინცს ბრალი ედება ნარკოტიკების მოხმარებასა და სექსუალურ ძალადობაში როგორც ქალებთან, ასევე მამაკაცებთანაც. საუდის არაბეთში ჰომოსექსუალიზმი კანონით ისჯება და ამისთვის მკაცრი სასჯელია განკუთვნილი. ერთნაირსქესიანთან სექსუალური ურთიერთობა იქ სიკვდილით ისჯება. თუმცა 2000 წელს მომხდარმა შემთხვევამ, როდესაც მამაკაცს საჯაროდ მოჰკვეთეს თავი, დიდი პროტესტი გამიწვია. სიკვდილით სჯიან ჰომოსექსუალებს არაბთა გაერთიანებულ ემირატებშიც. ამას გარდა, ერთსქესიანობის გამოვლენა ეკრძალებათ იქ არამარტო ამ ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ უცხოელებსაც. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სექს-სკანდალში გახვეული საუდის პრინცის სიცოცხლე, დიდი ალბათობით შესაძლოა, სასწორზეც კი დადგეს.
ლოს-ანჯელესში მცხოვრები თვითმხილველი ქალი ამბობს, რომ მამაკაცთან ორალური სექსით დაკავებული ალ-საუდი მან პირადად ნახა. მისი თქმით, პრინცი მას ორგიაში მონაწილეობის მიღებას აიძულებდა და წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილითაც დაემუქრა.
სექსუალურ სკანდალში პრინცი თავდაპირველად სექტემბრის ბოლოს გაეხვია. CNN-ის ინფორმაციით, მაჯედ აბდულაზიზ ალ-საუდი სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ლოს-ანჯელესის პოლიციამ დააკავა. სამართალდამცავების ცნობით, პრინცი მაშინ იძულებითი ორალური სექსის მცდელობის ბრალდებით აიყვანეს. მან ქალი ჯერ სცემა, შემდეგ კი მასთან იძულების წესით სექსუალური კონტაქტის დამყარება სცადა.
ადგილობრივი მცხოვრების, ტენისონ კოლინსის განცხადებით, ბევერლი-გლენში მდებარე ფეშენებელური ვილას ტერიტორიაზე მათ დასისხლიანებული ქალი შენიშნეს, რომელიც ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა და ტერიტორიიდან გაცლას, გალავანზე გადაძვრობით ცდილობდა. მოგვიანებით ადგილზე მისულმა პოლიციამ, 37 მილიონ დოლარად შეფასებული ფეშენებელურ ბინაში, რომელიც 22,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, 20-მდე მამაკაცი აიყვანა, მათ შორის იყო საუდის პრინციც. პოლიციამ ის 23 სექტემბერს, ბევერლი-ჰილზის სიახლოვეს მდებარე, პრესტიჟულ უბან ბევერლი-გლენში აიყვანა.
მაჯედ აბდულაზიზ ალ-საუდი მომხდარიდან მეორე დღეს, გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პრინცს თავისულება 300 ათასი დოლარი დაუჯდა. მომხდარის გახმაურების შემდეგ, პრინცი მორიგ ძალადობებშიც ამხილეს. იძულებით სექსუალურ კავშირში ის კიდევ ოთხმა ქალმა დაადანაშაულა. მაჯედ აბდულაზიზ ალ-საუდის ამერიკაში მძიმე სასჯელი ელის, თუმცა მისი მეზობლების განცხადებით, საუდის პრინცი კერძო თვითმფრინავით ქვეყნიდან უკვე გაიქცა და ამერიკაში აღარ დაბრუნდება.
ადგილობრივმა პოლიციამ განმარტა, რომ საუდის პრინცზე დიპლომატიური ხელშეუხებლობის იმუნიტეტი არ ვრცელდება. სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახის ზოგიერთ წევრს იმუნიტეტი იცავს, თუმცა ეს დამოკიდებულია მათ სტატუსზე, ან ამერიკის ტერიტორიაზე ჩადენილი ბრალის სიმძიმეზეც.
საუდის არაბეთის საელჩოს და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. პრინცის სექს-სკანდალის საქმეებზე კი სასამართლო პროცესი 19 ოქტომბრიდან განახლდა.
ალ-საუდი საუდის არაბეთის მონარქის – ბენ აბდელ აზიზ ალ-საუდის შვილია, რომელიც 2015 წლის იანვარში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. საუდის არაბეთს ის 2005 წლიდან მართავდა. საუდის უფლისწულს კი, საკუთარ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით, სექსუალური დანაშაულისთვის შესაძლოა თავი მოკვეთონ.