კალენდარს “მის ტიუნინგი”, ორგანიზაცია Tuning World Bodensee ყოველწლიურად უშვებს. კალენდრის მთავარი პერსონა კი ის გოგონა ხდება, რომელიც კონკურსის შედეგად შეირჩევა. წლევანდელი კალენდარის ფურცლებს 25 წლის გერმანელი გოგონა ლიანა გიუნტერი დაამშვენებს.
კონკურსში მონაწილეობას სულ 500 გოგონა იღებდა, მათგან სპეციალურმა ჟიურიმ 20 შეარჩია, საუკეთესო კი, მოდელის პროფესიისგან შორს მყოფი, გერმანელი ქალი გახდა. ლიანა გიუნტერი პატარა ქალაქ ჰორნ-ბად-მაინბერგში ცხოვრობს და კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში მედდად მუშაობს. ტიტულთან ერთად, გამარჯვებულ გოგონას ახალი Nissan Juke-ს გადასცემენ, რომლითაც სარგებლობა მას 1 წლის მანძილზე შეეძლება, ანუ იმ დროის პერიოდში, სანამ ის “მის ტიუნინგის” ოფიციალურ ტიტულს ატარებს.
თვეების მიხედვით კი 25 წლის ლიანა გიუნტერის ავტომანქანები კალენდრის ფურცლებში შემდეგნაირად იცვლება: ყდა – Opel Corsa, იანვარი – BMW 320i (E30), თებერვალი -VW Golf GTD, მარტი – Audi A4 Cabrio, აპრილი – VW Golf mk1, მაისი – Opel Kadett E, ივნისი – Mercedes-Benz W114 Coupe, ივლისი – VW Beetle 1200, აგვისტო – Audi A3 8L, სექტემბერი – Trabant, ოქტომბერი – VW T5 Multivan, ნოემბერი – Ford Focus RS, დეკემბერი – Mercedes-Benz E500.