უკრაინელმა ჟურნალისტმა სერგეი სიდორენკომ ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს „მოსაწყენი ნეხვი“ უწოდა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ბევრი გენიალურ პოლიტიკოსს უწოდებს, დახურულ სხდომაზე ძალიან მოსაწყენი ნეხვი აღმოჩნდა. მე არ ვხუმრობ, იმდენად მოსაწყენი, რომ სიტყვები არ მყოფნის“, – დაწერა ჟურნალისტმა.
სიდორენკოს თქმით, ამ სხდომაზე სააკაშვილი დიდი ხნის განმავლობაში მონოტონურად და მოსაწყებად კითხულობდა თავისი პროგრამის ტექსტს, რომელშიც 20-მდე პუნქტია. სიდორენკოს მიაჩნია, რომ სააკაშვილი მის მიერვე შემოთავაზებული რეფორმების არსს ბოლომდე ვერ ხვდება.
„ის რაღაცა კანონის მიღებას ითხოვდა და გაირკვა, რომ ეს კანონი დიდი ხნის წინ არის მიღებული. საბოლოოდ მისი შემოთავაზება ასე ჩანდა – გაუმჯობესება – კარგია, ხოლო გაუარესება – ცუდი“, – წერს უკრაინელი ჟურნალისტი.