ასტროლოგია და გასტრონომიული მიდრეკილებები რომ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან ამას ნებისმიერი ასტროლოგი დაგიდასტურებთ. თქვენ წარმოიდგინეთ არსებობს კონკრეტულ სასმელთან ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის მსგავსებაც, რაღა თქმა უნდა ამ ინფორმაციაში ხუმრობის დიდი დოზაც ურევია მაგრამ სიცილი რომ გემრიელ საკვებთან და კარგ სასმელთან ერთად სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ეს არ იცოდით?
ვერძი – პუნში. ცეცხლმოკიდებული სასმელია – თუმცა გარეგნული ეფექტი ნუ შეგაშინებთ – შიგთავსი და გემოვნური თვისებები, ერთობ მომხიბვლელი აქვს.
კურო – ლუდი ხასიათიც ლუდივით უბრალო და ტრადიციული. არ აღიარებს სნობისტურ გამოხტომებს.
ტყუპი – შერიდანი. ხასიათის ორი მხარე, სხვადასხვა „გემო“ და „არომატი“, თუკი ამ ორი პოლარობის სინთეზს ახერხებს მისგან იდეალური რამე გამოდის.
კირჩხიბი – მარტინი ბიანკო. ერთი შეხედვით რბილი, სასიამოვნო დასალევი (საკონტაქტო) მოსჩანს. მაგრამ მისი არადოზირებული მიღება იწვევს თავის ტკივილს მეორე დილით
ლომი – შამპანურია, ოღონდ მისი ყველაზე უძვირფასესი სახეობის წარმომადგენელია. ადამიანი დღესასწაული..
ქალწული – საკე. ბრინჯის არაყი რომელიც ასევე სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. კერძოდ – აქრობს არასასიამოვნო სუნს. მზადდება საკმაოდ რთული ტექნოლოგიით.
სასწორი – მოჰიტო. საკმარისი გრადუსი აქვს, მაგრამ დოზირებულად მიღების შემთხვევაში ნერვებსაც ამშვიდებს.
მორიელი – ჯეკ დენიელსი, ემოციების დასაოკებლად ან პირიქით, ექსტრიმის მოყვარულთათვის.
მშვილდოსანი – არაყია. ყველასთვის ხელმისაწვდომი, მისაღები და მეგობრული.
თხის რქა – კონიაკი. დაძველება მასზე საუკეთესოდ მოქმედებს. რაც უფრო ემატება ასაკი მით უფრო მომხიბვლელი და სასურველი ხდება.
მერწყული – კოსმოპოლიტენი. ზომიერად აქვს გრადუსი, გააჩნია სასიამოვნო გემო და მათრობელა თვისებები.
თევზები – გლინტვეინი. მასთან ურთიერთობა ცივ ზამთარში, სითბოს და სიმყუდროვის ასოციაციას გიქმნით. მხოლოდ თევზებს შეუძლიათ ყველასთვის გაიმეტონ გულის სითბო.