წარმოიდგინე, რომ უეცრად შენი ხელებიდან ის ნივთი გაქრა, რაზეც ყველაზე მეტად ხარ დამოკიდებული. ამ დროს თავს მარტოსულად გრძნობ და შეიძლება გაგიჟდე კიდეც. ამერიკელი ფოტოგრაფი ერიკ პიკერსგილი, თავისი ფოტოსერიით გვახსენებს, თუ როგორ აიგნორებს სმარტფონს მიჩერებული პიროვნება მის გარშემო არსებულ სამყაროს. შედეგი ოდნავ სევდიანი და დამაფიქრებელია. ფოტოების დათვალიერების შემდეგ, შესაძლოა, თქვენი ტელეფონების გადაგდებაც კი მოინდომოთ.