რამდენად ხშირად იცინით ერთად?
კვლევებით ირკვევა, რომ წყვილები, რომლებსაც შეუძლიათ ერთად ხშირად იცინონ, ბევრად უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს. შესაბამისად, მათი კავშირიც მყარია.
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში ჩატარებულ ექსპერიმენტში 71 წყვილი მონაწილეობდა. მკვლევარები ეკითხებოდნენ მათი სიყვარულის ისტორიას და ყურადღებას იმაზე ამახვილდებდნენ, თუ რამდენად ხშირად იცნოდნენ ერთად და ცალ-ცალკე.
კვლევებმა ცხადყო, რომ წყვილები, რომლებსაც უფრო ხშირად ჰქონდათ იუმორნარევი მომენტები, ბევრად უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალები უფრო მეტად ხალისობენ, პარტნიორი მამაკაცები კი ხშირად მათ ბედნიერებაზე ზრუნავენ.
მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ საერთო სიცილს შეუძლია, ურთიერთობა ბევრად უფრო ჰარმონიული და მყარი გახადოს.