მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დააკავეს – სად გაქრა 1 მილიარდი დოლარი? (ვიდეო)

მოლდოვის ყოფილი პრემიერი (2009- 2013 წწ), ვლად ფილატი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ბრალად მას საბანკო სისტემიდან გამქრალ 1 მილიარდ დოლართან კავშირი ედება. სამართალდამცველებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტი- კორუფციულ ბიუროში პარლამენტიდან წაიყვანეს. დაპატიმრებამდე ლიბერალ- დემოკრატიული პარტიის ხელძღვანელი საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა.

“მე არ მჭირდება ხელშეუხებლობა და იმუნიტეტი. მზად ვარ სასამართლოს წინაშე წარვსდგე და ყველა წვრილმანი უნდა გაირკვეს. ადგილი აქვს იაფფასიან შოუს”- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

გენერალური პროკურორის თხოვნით, იმუნიტეტი ფილატს დღესვე მოუხსნეს.

“ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, დოკუმენტები, ჩვენებები. მტკიცებულებებით დასტურდება  პრემიერობის დროს ფილატის კავშირი დაკარგულ 1 მილიარდ დოლართან,“ –  განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

საპარლამენტო არჩევნების წინ, მოლოდოვის ბანკებიდან 1 მილიარდი დოლარი გაქრა, რასაც გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრაციები დღემდე გრძელდება. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას, ვადამდელ არჩევნებს და საუკუნის ქურდობის გახსნას ითხოვს. ნაწილი რუსეთთან დაახლოების მომხრეა, ნაწილი ევროპასთან ინტეგრაციის. ეს საკუთხიც მწვავედ დგას და დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის.
მოლდოვას ყოფილი პრემიერი, გაბურიჩი პოსტზე მხოლოდ 100 დღე იყო. გაბურიჩის გადადგომის მიზეზი მის ყალბ ატესტატზე საუბრის დაწყება გახდა. პრემიერმა პროკურორის გადადგომა მოითხოვა, პროკურორმა ატესტატი.

კომენტარები

სხვა სიახლეები