პიცის გამოძახება საუკეთესო არჩევანია – შემოიხედე foodpanda.ge-ზე!

კიდევ ერთი გემრიელი შემოთავაზება! გიყვართ გემრიელი კერძები? მაშინ არ დააყოვნოთ და ფუდპანდა მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე! რთულია გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი შეთავაზების დროს! მით უფრო, თუ ვერ ახერხებ ობიექტში მისვლას… ფუდპანდა საყვარელ კერძებს პირდაპირ კართან მოგართმევს!
გიყვართ პიცა? პიცის გამოძახება მართლაც საუკეთესო არჩევანია, თუნდაც ლანჩზე მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ერთად და საყვარელ ადამიანთან გატარებული საღამოსთვის. გამოიყენე ვაუჩერის კოდი PANDAPIZZA ონლაინ გადახდისას და მიიღე 30 პროცენტიანი ფასდაკლება! ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ. წინ სასიამოვნო დღეები გელით…. სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას – ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. გემრიელი რეცეპტი ფუდპანდასგან – მინიატურული პიცები გიყვართ პიცა? მინიატურული პიცები უფრო სახალისოა! პიცის სახლში მომზადება გადაწყვიტეთ? იხელმძღვენელეთ ამ პიცის რეცეპტით და თქვენ გემრიელი მინიატურული პიცები გამოგივათ! ინგრედიენტები: ერთ ნახევარი ჭიქა ფქვილი 150 მლ. რძე 3 ს/კ მშრალი საფუარი 3 ს/კ მცენარეული ზეთი 250 გრ. ლორი 150 გრ. სოკო შამპინიონი 1 ცალი ბულგარული წიწაკა ნახევარი თავი სასალათე ხახვი 250 გრ. ყველი მოცარელა 5 ს/კ ტომატის სოუსი ნახევარი კონა მწვანილი 1 კბილი ნიორი მარილი, წიწაკა გემოვნებით 1 მწიკვი შაქარი. მომზადების წესი: ცომი: თბილ რძეში გაალღვეთ საფუარი, გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 2 ს/კ მცენარეული ზეთი, მწიკვი მარილი და ჩაყარეთ ფქვილი. მოზილეთ ელასტიური ცომი. გადააფარეთ პიცის ცომს სუფთა ტილო და ამოსასვლელად თბილ ადგილას დადგით.
სოუსი: ტომატის სოუსს/კეტჩუპს დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, გატარებული ნიორი, დარჩენილი 1 ს/კ მცენარეული ზეთი, მარილი, წიწაკა და შაქარი, კარგად აურიეთ. ზემოდან მოსაწყობად: ლორი, სოკო, წითელი ბულგარული წიწაკა და სასალათე ხახვი დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად. მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი მოცარელა. და ბოლოს, სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი. მოათავსეთ ცომი და გააბრტყელეთ. განიერი ლამბაქით გამოჭერით რგოლები, წაუსვით სოუსი, მოაწყვეთ წინასწარ გამზადებული ინგრედიენტები და მოაყარეთ გახეხილი ყველი. ცხვეთ პიცები 200°C -ზე 10-12 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით! foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

R

კომენტარები

სხვა სიახლეები