კონტინენტი სახელწოდებით “ლემურია”, სავარაუდოდ, აფრიკასა და ინდოეთს შორის მდებარეობდა. ეს სახელი უწოდა ინგლისელმა ზოოლოგმა ფილიპ ლ. სლეიტერმა, რომლის აზრით, ეს ხმელეთი შესაძლებელია ადამიანისა და ანთროპოლოგიური მაიმუნის შუალედური არსების – “დაკარგული რგოლის” სამშობლო ყოფილიყო. იგი მიიჩნევდა, რომ ერთ დროს ინდოეთის ოკეანეში არსებული ხმელეთი ერთმანეთთან აკავშირებდა აფრიკას და ინდოეთს, ასევე მადაგასკარსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს. ეს იყო გარკვეული “სახმელეთო ხიდი”, რომლითაც ლემურიები და სხვა მაიმუნისმაგვართა ჯიშის ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ორ კონტინენტზე.
ცნობილი ფსიქოლოგი და ოკულტისტი ელენა ბლავატსკაია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა კავშირი მაჰატმას საძმოსთან (ეთერულ არსებებთან, რომელთა შტაბიც ტიბეტში მდებარეობს). მათ გაუმხილეს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ნამდვილი ისტორია. ელენა ბლავატსკაია წერდა, რომ დედამიწაზე ადამიანთა სულ შვიდმა რასამ უნდა იცხოვროს. თანამედროვე ადამიანები მეხუთე რასას მივეკუთვნებით, ჩვენ შემდეგ კიდევ ორი განსხვავებული რასა დასახლდება. მეექვსე რასა იქნება ჩვენზე მეტად განვითარებული, ისინი კვლავ დაბრუნდებიან ლემურიაზე, ხოლო ბოლო – მეშვიდე რასა საერთოდ დატოვებს დედამიწას და ცხოვრებას თავიდან დაიწყებს პლანეტა მერკურზე. დედამიწაზე ასევე არსებობენ ქვე-რასები, რომლებიც მთავარი რასებისაგან წარმოიშვნენ. მაგალითად, მეოთხე რასის (ატლანტიდელების ) შთამომავლები არიან ავსტრალიელი აბორიგენები, პაპუასები და ჰოტენტოტები.
ელენა ბლავატსკაიას თქმით, ზოგ ლემურიელს ოთხი ხელი ჰქონდა, ზოლო ზოგს კეფაზე – მესამე თვალი, რომლითაც გონებით ხედვა შეეძლოთ. ისინი ფლობდნენ ტელეპატიის უნარს და შეეძლოთ მთების გადადგმა მხოლოდ ნების ძალით, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გააჩნდათ სისტემატური (მყარი) ტვინი, ჩვენეული გაგებით.
ელენა ბლავატსკაიას გარდაცვალების შემდეგ (1891 წ.), მისმა მოსწავლემ ენი ბესანტმა განაგრძო წერა ლემურიასა და მისი მოსახლეობის შესახებ. მისი ცნობით, ლემურიელებს ათვისებული ჰქონდათ მთელი სამხრეთ ნახევარსფერო ჰიმალაის მთებიდან ანტარქტიდამდე და ატლანტიკის ოკეანის ცენტრალური ნაწილი.
იგივე საკითხზე წერდა ბრიტანელი თეოსოფისტი ვ. სკოტ-ელიოტი. მან მნიშვნელოვნად შეავსო ცნობები ლემურიაზე ტიბეტელი ეთერული მაგისტრების დახმარებით. 1896 წელს გამოსცა წიგნი “ამბავი ატლანტიდისა და დაკარგული ლემურიისა”, სადაც გამოაქვეყნა მსოფლიო რუკები, რომლებზეც ნაჩვენებია დედამიწის განვითარების სხვადასხვა ეტაპები, რომლებიც მიაწოდეს ტიბეტელმა მაჰატმას მაგისტრებმა.
1932 წელს “ლოს-ანჯელეს თაიმსის” ჟურნალისტმა ედუარდ ლანსერმა განაცხადა, რომ იპოვა ლემურიელთა დასახლება შასტას მთის ფერდობზე, ჩრდილოეთ კალიფორნიაში. როცა მატარებლით ორეგონში მიემგზავრებოდა, მისი ყურადღება მიიპყრო მთაზე უცნაური ფერის სინათლემ. გამცილებელმა უთხრა, რომ იქ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს ატარებდნენ. ჟურნალისტი დააინტერესა ამან და გადაწყვიტა ეპოვა და შეესწავლა ეს უცნაური არსებები, რომლებიც იყვნენ დედამიწის პირველი მოსახლეების შთამომავლები. მთასთან ახლოს, პატარა ქალაქ ვიდში, უამბეს, რომ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს ატარებდნენ დღისითაც და ღამითაც, მაგრამ მათ წმინდა დასახლებაში შეღწევა არავის შეეძლო. თუმცა ერთმა ადგილობრივმა ”მკვლევარმა” გაიგო უფრო მეტი მათ შესახებ, იგი მუდმივად აკვირდებოდა მთას ძლიერი ასტრონომიული ტელესკოპით. ეს იყო პროფესორი ედგარ ლარკინი. ის ჰყვებოდა, რომ მთაზე შენიშნა ბრწყინვალე ტაძარი, მოპირკეთებული მარმარილოთი და ონიქსით, რომელიც მაიას იუკატანის უდიდეს ტაძარს მეტოქეობას გაუწევდა. მოსახლეობას ეშინოდა ლემურიელთა ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა ისე ჩანდა, რომ ისინი მშვიდობიანი და მეგობრული ხალხი იყო. მათ უბრალოდ სურდათ ეცხოვრათ ისე, როგორც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ოდესღაც, მშობლიური მიწების ოკეანეში ჩაძირვამდე.
საგაზეთო წერილში ლანსერი წერდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ხვდებოდნენ ლემურიელებს და აღწერდნენ მათ, როგორც ფეხშიშველ, მაღალ, ლამაზ, კეთილშობილ მამაკაცებს, მოკლედ შეჭრილი თმით, ატარებდნენ თეთრ მოსასხამებს. სოფლელებს ისინი მოსწონდათ, რადგან ყიდულობდნენ მათგან დიდი რაოდენობით გოგირდს, მარილს და ღორის ქონს და გულუხვად იხდიდნენ სუფთა ოქროთი, რასაც მოიპოვებენ შანტას მთის მაღაროებში.
შასტას მთა ამ სენსაციურ ისტორიაში დიდ ინტერესს იწვევდა ის, თუ როგორ არხერხებდნენ “ლემურიელები” ყველასთვის შეუმჩნეველნი ყოფილიყვნენ. ლანსერი ამბობდა, რომ ისინი იყენებდნენ ტიბეტელი მაგისტრების წმინდა ძალებს, რომლის მეშვეობითაც მათ სოფელს დამცავი უხილავი საზღვარი შემოავლეს. მისი განცხადებით, მათ თანამედროვე ადამიანზე გაცილებით მეტი მეცნიერული ცოდნა აქვთ. თუმცა ათასობით წელია ამერიკაში ცხოვრობენ, ახსოვთ თავიანთი წინაპრების რიტუალები და ატარებენ მას მთაზე.
სხვა მკვლელვარების ჩვენებებმა გული გაუტეხეს ხალხს, ვისაც ლანსერის მონათხობი სჯეროდა. მათ მთაზე მსგავსი დასახლების კვალიც ვერ იპოვეს. “გამოჩენილი პროფესორი” ლარკინი ადგილობრივი დილეტანტი ოკულტისტი აღმოჩნდა, რომელიც თავისი მცირემასშტაბიანი ტელესკოპით ვარსკვლავებს აკვირდებოდა.
მიუხედავად ამისა, შანტის მთა და ლანსერის ისტორია ხშირად ხდება ოკულტისტთა დავის საგანი. ზოგი თვლის, რომ მან ისტორია შეთხზა ფრედერიკ ს. ოლივერის წიგნის “ორი პლანეტის ბინადარნი” გავლენით. წიგნი გამოიცა 1894 წელს. ავტორმა გამოიყენა ფსევდონიმი “Phylos The Tibetan”. მთხრობელი მოულოდნელად ხვდება ერთ-ერთ ოსტატს (ჩინელ ბრძენს, სახელად ქუონგს) იმავე მთაზე, სადაც სასულიერო საზოგადოება ინახავდა წინაპართა ცოდნას. იგი მიიღეს თავიანთ წრეში, შემდეგ კი, სულიერი სხეულით წაიყვანეს სამოგზაუროდ პლანეტა ვენერაზე. მათ ასევე ასწავლეს როგორ გაეხსენებინა წინა ინკარნაციები ატლანტიდადან მოყოლებული.
ასევე ლანსერი ალბათ იცნობდა სკოტ-ელიოტის წიგნებსაც, მისი ისტორია ლემურიაზე მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი არ უნდა ყოფილიყო. სკოტ-ელიოტი ახსენებს არსებებს იმდროინდელ ვენერიდან, როცა პლანეტა თავის ძველ ორბიტაზე მოძრაობდა მარსსა და იუპიტერს შორის, რომელსაც უწოდებდნენ “Lords of The Flame” . ვენერიანებს მაღალი ცივილიზაცია აქვთ თავიანთ პლანეტაზე, მათ ასწავლეს ლემურიელებს როგორ მიეღწიათ უკვდავებისთვის ინკარნაციათა განმეორებით.
შესაძლებელია ვენერიელებს ასევე უწოდებდნენ “ასტეროიდელებს”, რომლებსაც აღწერდნენ როგორც პატარა ადამიანებს, მცხოვრებს “მეხუთე პლანეტაზე”, რომლის ორბიტა იყო ახლანდელ ასტეროიდთა ქამრის ადგილას.
წყარო: http://geoastro.ge