პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ ნინო გაჩეჩილაძე ბრუნდება. მაყურებლის საყვარელი პერსონაჟი „კატო“, თავდაპირველად სწორედ გაჩეჩილაძემ შექმნა, თუმცა მსახიობმა მოგვიანებით ტელე-სერიალი დატოვა. ახლახანს „კატოს“ როლზე უარი თქვა მსახიობმა ლელა მებურიშვილმაც, რომელიც გაჩეჩილაძის შემდეგ, ცნობილ პერსონაჟს ასახიერებდა. მებურიშვილმა ტელესერიალი და „რუსთავი2“ ამჯერად „ტელეიმედში“ გაცვალა და „დღის შოუს“ ერთ-ერთ წამყვანად მოგვევლინა. კატოს როლს კი კვლავ ნინო გაჩეჩილაძე დაუბრუნდა.
სერიალის მერვე სეზონი ტელეეკრანებზე 2 კვირაში გამოჩნდება. 16 ოქტომრიდან საყვარელი სერიალი მაყურებელს, ასევე საყვარელი მსახიობით უბრუნდება. საზოგადოებაში ხშირად საუბრობდნენ იმაზეც, რომ გაჩეჩილაძის შემდეგ, სერიალმა და მისმა პერსონაჟმა გარკვეული ელფერი დაკარგა.
ნინო გაჩეჩილაძის „ჩემი ცოლის დაქალებში“ დაბრუნება, სერიალის ავტორებმა FACEBOOK-ის ოფიციალურ გვერდზე დააანონსეს.