დი კაპრიოს საწოლში ერთი ღამით 4.500 დოლარად – ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც საკუთარი სახლები გააქირავეს (ფოტოკოლაჟი)

რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, საკუთარ ფეშენებელუ ბინებს ჰოლივუდის ვარსკვლავებიც აქირავებენ. გამოცემა Harper’s Bazaar-მა იმ მსახიობების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ძვირადღირებულ სახლებს აქირავებენ.
მსახიობმა ორლანდო ბლუმმა 2013 წელს, ლოს-ანჯელესში მდებარე ვილა თვეში 16.500 დოლარადა გააქირავა. რობერტ კენედი უმცროსის ბინა 2015 წლის თებერვალში, თვეში 50 ათას დოლარად გაქირავდა. საკუთარი სახლებიდან გასაქირავებლად ვილა მსხიობმა ლეონარდო დი კაპრიომაც გამოიტანა. “ვოლ-სტრიტის მგელის” აპარტამენტებში ერთი ღამით გაჩერევა 4.500 დოლარი დაგიჯდებათ.ბრუკ შილდსის მყუდრო სახლი კი თვეში 30.000 დოლარი ჯდება. “სასოწარკვეთილმა დიასახლისმა” ფელიცია ჰოფმანმა დეპრესიისგან თავის დაღწევის გზას მიაგნო. მან უბრალოდ მოსაწყენი სახლისგან თავის დაღწევა გადაწყვიტა. მისი ეზოიანი ბინა მსურველთათვის, თვეში 20.000 დოლარი ჯდება.
სიას არც ლენი კრავიცი ჩამორჩა. ექსტრაორდინალური როკერის შვიდსაძინებლიანი პარიზული ვილა გაქირავებაში 2015 წლის მაისიდან გამოვიდა.16.000 კვადრატული მეტრის მდიდრულ აპარტამენტებში მუსიკოსი თვეში 251,847 დოლარს ითხოვს. მსახიობი და პროდიუსერი სელმა ჰაიეკი კი ლოს-ანჯელესში მდებარე რანჩოს ტიპის სახლში, თვეში ქირის სახით 9,750 დოლარს ითხოვს. კეთილმოწყობილი ბინა გაქირავებაში 2015 წლის ივლისიდან ჩაეშვა და მას ოთხი საძინებელი და სამი სველი წერტილი აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები