10 სახიფათო ნაპოვნი ნივთი, რომელიც არ უნდა აიღოთ

ნაპოვნ ნივთთან ერთად რომ არ აიკიდოთ უიღბლობა და უბედურება, უნდა იცოდეთ, რომელ ნივთებს უნდა აუაროთ გვერდი. მათი პოვნის სიხარული არც ისე ხანგრძლივი იქნება, აი მათთან ერთად შეძენილი პრობლემების გადაწყვეტა კი ბევრ დროს წაიღებს.
არის რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც ჯობს პოვნის იგნორირება და გვერდის ავლა:
ცნობილია, რომ პირადი მოხმარების ნივთები მფლობელის ენერგეტიკას ისრუტავენ. დაავადებები, ნეგატიური ფიქრები და პრობლემები, რომლებიც უწინდელ პატრონს ჰქონდა, ახალ მფლობელთან გადაინაცვლებს. ამ საქმის მცოდნეები იმასაც კი ამბობენ, რომ ხანდახან ქუჩაში განგებ ტოვებენ ნივთებს, გათვალვის ან ჯადოსგან გასათავისუფლებლად იმ მიზნით, რომ ვინმე სხვა იპოვის და მისკენ წავა ყველაფერი ცუდი. პარაფსიქოლოგები “ჯადოს ახსნის” რიტუალის შემდეგ (რომელსაც სწორედ პირად ნივთებზე ასრულებენ ხოლმე) ხშირად ურჩევენ თავიანთ კლიენტებს, წაიღონ რომელიმე ნივთი სახლიდან შორს და “დაკარგონ” ქუჩაში. ამიტომ ეს ნივთი სავსებით შესაძლებელია, ბნელი ენერგეტიკით იყოს გაჯერებული და მპოვნელს მიაყენოს დარტყმა.
ამიტომ, ჯობს საერთოდაც აუაროთ გვერდი ამგვარ ნივთებს, რომ მათთან ერთად სხვისი პრობლემებით არ დაიხუნძლოთ.

1. რკინის ფული
მეტალის მონეტა იოლად იზიდავს ნებისმიერ ენერგეტიკას, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. დადებითი ენერგია მას თილისმადაც კი აქცევს, უარყოფითი კი საზიანოა. არ არის გამორიცხული, მონეტაზე იყოს გადმონთხეული უარყოფითი ენერგია და მერე იყოს გადაგდებული, ამიტომ არ ღირს მისი აღება, განსაკუთრებით, თუ ეს ძველებური და უჩვეულო მონეტაა. თანაც, ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო და ასე ნაპოვნი ფულით გამდიდრება ნაკლებად მოსალოდნელია.

2. ოქროს სამკაულები
ძვირფასი მეტალი იოლად ექვემდებარება მაგიურ ზემოქმედებას, ამიტომ ვერცხლისა და ოქროს სამკაულებსაც ხშირად იყენებენ სხვადასხვა მჩხიბაობების დროს. ბეჭდებს, განსაკუთრებით – ნიშნობის ბეჭდებს, განგებ ტოვებენ ქუჩაში, რომ პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები მოიცილონ თავიდან. ნაპოვნი სამკაულის “მოზომება” მაშინაც კი არ არის რეკომენდებული, თუ ის მართლა შემთხვევით დაკარგა მისმა პატრონმა. მეტალი ადამიანის ენერგეტიკულ ველთან ურთიერთქმედებს და სხვისი სამკაულის ტარებას შეუძლია თქვენი ბიოველის შეცვლა.

3. ხელნაკეთი ნივთები: თოჯინები, პატარა ქანდაკებები, რბილი სათამაშოები
ასეთი ნივთები ხშირად გააქვთ სახლიდან ჯადოსგან გასათავისუფლებლად, ამიტომ დიდია შანსი, ის უარყოფითი ენერგიით იყოს სავსე. განსაკუთრებით, თუ ისეთ ადგილას იპოვეთ, სადაც არც ისე ხალხმრავლობაა და შედარებით მივარდნილი და უკაცრიელიც კია.

4. ნემსები და ქინძისთავები
ბასრი მეტალის საგნები იოლად იმუხტება უარყოფითი ენერგიით, ამიტომ იშვიათად ხვდება ქუჩაში “შემთხვევით”. სავსებით შესაძლებელია, რომ ის გარკვეული მიზნებისთვის გამოიყენეს და მერე “დაკარგეს”.

5. გულზე დასაკიდი ჯვარი
ჯვარი პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანთან, მის ბედთან. სხვისი ჯვრის გაკეთება არანაირად არ შეიძლება.

6. გასაღები
რიტუალებში გასაღებს ხშირად იყენებენ იმისთვის, რომ “ჩაკეტონ” უბედურებები, მერე კი აგდებენ. ადამიანი, რომელიც ასეთ ნივთს

იპოვის და მისი მფლობელი გახდება, “გახსნის” დაკეტილ კარს და თავისი ცხოვრებისკენ მოიზიდავს უარყოფით ენერგიას. განსაკუთრებით საშიშია ასეთი ნივთი, თუ არხში, მდინარესთან იპოვეთ.

7. ძაფის სამაჯური
ძაფებისგან გაკეთებულ სამაჯურებს ხშირად იყენებენ თილისმებად, ისინი ნეგატიურ ენერგიას იზიდავენ და თითქოსდა იცავენ მფლობელს. ასეთ სამაჯურებს შემთხვევით არ კარგავენ ხოლმე, მას მაშინ იცილებენ თავიდან როცა ნეგატივით სულ მთლად გაჯერდა და ვეღარ ასრულებს დამცველ ფუნქციებს. ასეთ ნივთთან შეხება და მით უმეტეს, მისი ტარება, საკმაოდ უარყოფითი ზემოქმედების მქონე შეიძლება იყოს.

8. სარკე
სარკე ოდითგანვე ითვლებოდა სახიფათო ნივთად. ამბობენ, რომ სარკის ზედაპირს მეხსიერება აქვს: ის ისრუტავს იმ ადამიანების ენერგეტიკას, ვისაც აირეკლავს და მოვლენებს, რომელთა მოწმეც ხდება. ეს ენერგეტიკა შემდეგ თავისუფლად შეიძლება გადავიდეს ახალ მფლობელზე. ამიტომ, არც იყიდოთ სხვისი ნაქონი სარკე და ქუჩაშიც თუ შეგხვდათ, გვერდი აუქციეთ.

9. სავარცხელი
სავარცხელი გამუდმებით კავშირშია მფლობელის ენერგეტიკასთან, მის ფიქრებთან. ამიტომ დიდი შანსია, მფლობელის ნეგატიური ენერგია აიღოთ სავარცხელთან ერთად. გარდა ამისა, მასაც ხშირად იყენებენ ათასგვარ მჩხიბაობაში.

10. საათი
ცნობილია, რომ იმ მომენტში, როცა ადამიანი გარდაიცვლება, მისი მაჯის საათიც ჩერდება. ამ ნივთს ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს ადამიანის ბიოველთან. ამიტომ ასეთ ნივთს თუ იპოვით და აიღებთ, თქვენი ენერგეტიკული ველის მთლიანობას არღვევთ რისკავთ, უწინდელი მფლობელის ავადმყოფობებითა და პრობლემებით დაიხუნძლოთ.

წყარო: http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები