„თქვენ გგონიათ ხეებზე მხოლოდ ჩიტები, ციყვები და შტაბების მაშენებელი ბავშვები დაძვრებიან? ნურას უკაცრავად. აბა კარგად დააკვირდით. ხედავთ ამ ფოტოებზე რაიმე უჩვეულოს? დიახ, ჩვენთან ასეთებიც ხდება. შეიძლება ვოლიერთან ჩაიაროთ ღიღინ-ღიღინით და ვერც კი შენიშნოთ ხეზე შემოსკუპული ნიამორი. ცოტა უცნაური სანახავი კია, თანაც ძალიან საინტერესოა, ჩლიქებით როგორ ახერხებენ ხეზე აფოფხებას, მაგრამ ფაქტია, რომ გამოსდით. ახტაჯანა თხები ტყუილად კი არ არიან. ჰოდა, გამოგვიარეთ ზოოპარკში. ვერ დაგპირდებით, რომ ასე, ხეზე შემოსკუპულებს დაგახვედრებთ, მაგრამ იქნებ გაგიმართლოთ და თქვენი თანდასწრებითაც გადაწყვიტონ სიმაღლეების დაპრყობა,“- წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია FACEBOOK-ის პირად გვერდზე.