EMMY AWARDS-ის ფავორიტი GAME OF THRONES გახდა (ფოტოკოლაჟი)სატელევიზიო ჯილდო „ემის“ ფავორიტი, ტელესერიალი „სამეფო კარის თამაშები“ გახდა. საერთო ჯამში მან 12 პრემია მიიღო. რიგით 67-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე რომელიც ლოს-ანჟელესში გაიმართა, GAME OF THRONES წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად დაასახელეს. ამას გარდა, HBO-ს წარმოებულ ტელესერიალს „ემი“ საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო რეჟისურის (დევიდ ნატერი ) ნომინაციებშიც გადასცეს.
წლის საუკეთესო კომედიური ჟანრის სერიალად კი „ვიცეპრეზიდენტი“ დაასახელეს. „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში“ ჯონ ჰემი გახდა სერიალში „Mad Men“, ამავე კატეგორიაში ქალი მსახიობი ვიოლა დევისი დასახელდა სერიალით „როგორ გავექცეთ სიკვდილით სასჯელს“. პრემია „მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის“ პიტერ დიკლეინჯმა მიიღო სერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“, „ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის“ უზო ადუბა დაჯილდოვდა სერიალით „სტაფილოსფერი – სეზონის ჰიტი“. „საუკეთესო მინი-სერიალი“ „რა იცის ოლივიამ?“ გახდა. მამაკაცისა და ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლები ამავე სერიალიდან გამოვლინდნენ და ეს რიჩარდ ჯენკინსი და ფრენსის მაკდორმანდი გახდნენ.
სხვა სიახლეები