რუსული ესტრადის მომღერალ დიმა ბილანს, საკუთარი სახლის სეიფიდან 10.5 მილიონი რუბლი მოპარეს. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ინფორმირებული წყაროს თქმით, თავდამსხმელებმა სახლიდან თავად რკინის სეიფის გატანა შეძლეს, რომელშიც ფული იყო მოთავსებული.
ქალაქის პოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენლის- ანდრეი გალიაკბეროვის განცხადებით, საქმეზე მიმიდინარეობს დამატებითი გამოკვლევა და მომხდარს ექსპერტიზა სწავლობს.
„ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სოფელ რასკაზოვკაში მდებარე კერძო სახლის გაქურდვას ეხება. მოხდა თითის ანაბეჭდების დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. ამას გარდა, გამომძიებლები დამატებით კვლევებსაც ახორციელებენ“,- განაცხადა პოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
თავდამსხმელებმა ახალ მოსკოვში მდებარე დიმა ბილანის სახლი, პარასკევს ღამით გაძარცვეს. ქურდობასთან დაკავშირებით პოლიციამ მომღერალი უკვე დაკითხა.
Next Post
სხვა სიახლეები