ტოკიოს გველების ცენტრის ადგილას კაფე გაიხსნა. კაფეში შესულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად გველებსაც „წაეჭორავოს“. კლიენტი შესვლამდე, 35 რეპტილიიდან, რომელსაც შემდგომ ოფიციანტი მაგიდასთან დაგიბრძანებთ, ერთ-ერთს ირჩევს. კაფეში შესასვლელად 1000 იენი დაგჭირდებათ, ქვეწარმავლის მოფერება კი დამატებით 540 იენი ჯდება.