„ჩემი ცოლის დაქალების“ ჯგუფი ახალ სერიალზე მუშაობს, რომელიც მალე „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაიცემა. როგორც გვითხრეს, სერიალი პოპულარული ამერიკული დრამის, „გრეის ანატომიის“ იდეის მიხედვით შეიქმნება.
ირაკლი საღინაძე, „ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერი:
-თქვენი ინფორმაცია სწორია და გიდასტურებთ. ვმუშაობთ ახალ სერიალზე…
-რომელიც ექიმების შესახებ იქნება?
-ექიმების შესახებ არა, ადამიანზე, რომელიც არის პროფესიით ექიმი. ვაპირებთ გადავიღოთ სოციალური დრამა მარტოხელა ექიმ ქალზე.
-„გრეის ანატომიის“ მსგავსი?
-ვერ ვიტყვით, რომ მსგავსი იქნება. იქ, მოქმედება, ძირითადად, საავადმყოფოში ხდება, აქ მოქმედების სხვადასხვა ადგილი იქნება.
-ალბათ, მთავარ როლზე ცნობილ სახეს არ აიყვანთ, თქვენი სტილიდან გამომდინარე…
-თუკი როლს მოუხდება, დააკმაყოფილებს იმ სტერეოტიპებს, რაც საზოგადოებაში ექნებათ ასეთი პერსონაჟის მიმართ, რატომ არა? დიდი კასტინგი არ გამოგვიცხადებია და არც ვაპირებთ. დიდი ხანია, ამ სფეროში ვართ და ყველას ვიცნობთ. ძიების პროცესში ვართ და მთავარ როლზე ჯერ არავინ არ არის დამტკიცებული. შეიძლება იყოს ცნობილი სახე, შეიძლება ახალი, თუმცა მაინცდამაინც ორიენტირებულნი არ ვართ, რომ სულ ახალი სახეები იყვნენ.
უფრო მეტი დეტალი ახალი სერიალის შესახებ ერთ თვეში მეცოდინება.
წყარო: http://fortuna.ge