როგორ და რა გზებით გადაჭრეს სტუდენტებმა დილემა, რომლის წინაშეც ერთ დღესაც ისინი აღმოჩნდნენ?! ძალიან მარტივად და იაფად, ამისათვის კი მთავარი რამ – კრეატივი გამოიყენეს. შევკრიბეთ ყველა ის უცნაურობა, რომელიც სტუდენტებმა მათი პრობლემების მოსაგვარებლად „გამოიგონეს“ და შემდეგ ფოტოები boredpanda.com -ზე ატვირთეს. ამ უბრალო ნივთებმა მათი პრობლემები სწრაფად გადაჭრა და რაც მთავარია, ამაზე ფულის დახარჯვაც არ მოუწიათ.
წარმოდგენილ ფოტოებზე თქვენ ნახავთ, თუ როგორ უნდა გამოაცხოთ პიცა უთოზე, გაზიანი სასმელი „7 UP“-ის ბოთლისგან როგორ გავაკეთოთ აბაზანის დგუში, სარკიანი სავარცხელი მანქანის სარკედ გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. გთავაზობთ წარმოუდგენლად არანორმალურ „გამოგონებებს“, რომლებითაც დასავლელმა სტუდენტებმა ყოფითი პრობლემები იოლი გზით მოიგვარეს.