შემოიხედე foodpanda.ge-ზე! კიდევ ერთი გემრიელი შემოთავაზება! გიყვართ ტკბილეული, განსაკუთრებით ნამცხვრები? მაშინ არ დააყოვნოთ და ფუდპანდა სასარგებლო არჩევანს გთავაზობთ. შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე! რთულია მასზე უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი შემოთავაზების დროს! ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ! წინ სასიამოვნო დღეები გელით…. გემრელი, ნოყიერი, კრემიანი ნამცხვრები „საკონდიტრო პანერასგან.“ რომელს მიირთმევდით? ძალიან გემრიელი, ნატურალური მოხარშული კრემით და ბისკვიტით, უგემრიელესი შიგთავსი თქვენი გემოვნებით: ტორტი კარამელით და ნიგვზით, ტორტი შოკოლადით და ალუბლით, ტორტი ბლექი,ტორტი საფირმო ნიგვზით, ფორთოხლის ტორტი თეთრი კრემით, ეკლერი,ნამცხვარი მარწყვის სუფლე,ნამცხვარი მთვრალი ალუბალი,ნამცხვარი ბლექი,ტირამისუ, ყავის ნამცხვარი ნიგვზით,ნამცხვარი რაფაელო, ხილის ნამცხვარი, ნამცხვარი დათუნია, ნამცხვარი ბეზეთი და ცივი კრემით და სხვა.
ამოირჩიეთ, შეუკვეთეთ და ფუდპანდას კურიერი სახლში მოგართმევთ. სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას – ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. ტირამისუ იტალიური სიტყვაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს „აღმაფრთოვანე“. შესაბამისად, ის იტალიური მრავალფენიანი დესერტია, რომლის შემადგენლობაშიც მრავალფეროვანი ინგრედიენტებია: ყველი მასკარპონე, ყავა (ჩვეულებრივ ესპრესო), ქათმის კვერცხი, შაქარი, ნამცხვარი სავოიარდის და როგორც წესი, დესერტს კაკაო-ფხვნილსაც აყრიან. ტირამისუ — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია. არსებობს რეცეპტის ადაპტაციები, რომელთა მიხედვით კაკაო-ფხვნილს გახეხილი შოკოლადით ანაცვლებენ, სავოიარდის — ბისკვიტით, კოფეინის განაჟღენთს — ხილის ან ალკჰოჰოლის განაჟღენთით, ხოლო გარკვეულ ვარიაციებში კი ტირამისუ შეიძლება პუდინგს ან კეკსს მიამსგავსოთ. ტირამისუს წარმოშობის ამბავი ალბათ ბევრს არ სმენია. მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი ვერსიით, XVII საუკუნეში ეს დესერტი პირველად ქალაქ სიენაში მომზადდა ტოსკანის დიდი ჰერცოგის – კოზიმო დე მედიჩის სტუმრობის პატივსაცემად, რომელიც ტკბილეულის დიდი მოყვარული გახლდათ. ჰერცოგი მოიხიბლა ნუგბარით და მას სასწრაფოდ zuppa del duca (ჰერცოგის სუპი) დაარქვა. რეცეპტმა ბოლოს ფლორენციამდეც მიაღწია, სადაც იმ დროს თავს იყრიდა მსფოლიო კულტურის ელიტა. ტირამისუ იქცა მეფის კარის საყვარელ ჩაროზად და ვინაიდან მას აფროდიზიაკად თვლიდნენ (მიაწერდნენ აღმგზნებ მოქმედებას) – ამის გამო მეფის კარისკაცები ყოველი სასიყვარული პაემნის წინ zupa del duca-თი იტკბარუნებდნენ პირს. რეცეპტმა ფლორენციიდან ვენეციაში ჩააღწია, სადაც მას ტირამისუ შეერქვა (იტალიურიდან ითარგმნება, როგორც ,,ამიტაცე”) და იქიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში. შემოგთავაზებთ ტირამისუს ტრადიციულ რეცეპტს ინგრედიენტები:
500 გ. მასკარპონე (შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერი ნაღების მდნარი ყველით),
100 გ. შაქრის პუდრა, 4 კვერცხი, 250 გ.
ჰაეროვანი ბისკვიტის ორცხობილა სავოიარდი, იგივე ქალის თითები,
1 ჭიქა მგარი ყავა ესპრესო (ან ხსნადი ყავა),
1 ჭიქა ღვინო მარსალა ან კონიაკი ან ყავის ლიქიორი,
კაკაოს ფხვნილი – ზემოდან მოსაყრელად
მომზადება: კვერცხის ცილები და გულები გავაცალკევოთ.კვერცხის გულები და შაქარი კარგად გავთქვიფოთ. ხის კოვზით ავზილოთ მასკარპონე და დავუმატოთ კვერცხისა და შაქრის ნაზავი. ცალკე კარგად გავთქვიფოთ კვერცხის ცილა, სანამ თეთრ ჰაეროვან მასად არ იქცევა და დავუმატოთ მომზადებულ მასას. ალკოჰოლური სასმელი და ყავა ერთმანეთში ავურიოთ, შიგ ამოვავლოთ ორცხობილას ნაჭრები და დავალაგოთ ერთ ფენად. ზემოდან გადავუსვათ მომზადებული კრემი და ასე გავაგრძელოთ ბოლომდე. ბოლო ფენას წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ კაკაოს ფხვნილი.
მომზადებული დესერტი შევდგათ მაცივარში 6-7 საათით. შეგვიძლია მასკარპონეს ნაცვლად ვიხმაროთ ნაღების ყველი ფილადელფია ან ნადუღისა და მაღალპროცენტიანი ნაღების ნარევი. გემრიელად მიირთვით! foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია.
გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.
R
Prev Post
სხვა სიახლეები