უნგრელმა ტელეოპერატორმა ქალმა მამაკაცს, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა, ფეხი დაუდო და წააქცია. ინციდენტი სერბეთის საზღვართან მაშინ მოხდა, როდესაც მიგრანტები საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.
სკანდალური ვიდეო გერმანული არხის RTL-ს ჟურნალისტმა სტეფან რიხტერმა გადაიღო. როგორც კი, მან ვიდეო საკუთარ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა, ის მთელს სოციალურ სივრცეში მალევე გავრცელდა და საზოგადოების გაღიზიანება და ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით უნგრულმა ტელეარხმა N1TV განაცხადა, რომ ოპერატორი რეზონანსული ინციდენტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=3bvxKNiZpWk[/youtube]