ტბა, რომელსაც ცეცხლი წაეკიდა – 4 მილიონ ლიტრამდე დაღვრილი ვისკი ცეცხლოვან ტორნადოდ გარდაიქმნა (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)
მასშტაბურმა სტიქიამ ამერიკაში ბურბონ Jim Beam-ის საწყობი გაანადგურა. ტორნადომ კენტუკის შტატში მდებარე ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი კომპანიის შენობები მთლიანად დაანგრია, რის გამოც 3,5 მილიონ ლიტრამდე ბურბონი ახლომდებარე ტბაში ჩაიღვარა. მოგვიანებით ტბას მეხი დაეცა და ალკოჰოლშერეულ წყალს ალი მოედო. ტორნადომ კი ალმოდებული ტალღები 30 მეტრ სიმაღლეზე აიტაცა. ცეცხლოვანი სითხე ხმელეთზეც გავრცელდა, რის შედეგადაც ხანძარი მიმდებარე ტყესაც გაუჩნდა.
https://www.youtube.com/watch?v=xsZEtsZ6okQ