ჰაკერები პორნოდანამატის პროგრამის მეშვეობით მომხმარებელს ფულს სძალავენ

Android-ის პროგრამის ჰაკერული დანამატი გამოავლინეს ამერიკული კომპანია Zscaler-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა. ეს პროგრამა პორნოგრაფიული მასალებით მომხმარებელს იზიდავდა და შემდეგ ფრონტალური კამერით ფოტოებს უღებდა.
ამის შემდეგ Adult Player-ი პირდაპირ ინტერნეტგვერდიდან სმარტფონის ეკრანს ბლოკავდა. მომხარებელთა უმეტესობა ამ ბლოკს ვერ თიშავდა და იძულებული იყო, ან გადაეგდო ტელეფონი, ან სოფტის შექმნელი ჰაკერებისთვის გამოსასყიდის სახით 500 დოლარი გადაეხადათ. ამ ტიპის „ეპიდემია“ რამდენიმე წლის წინ Windows-ის პლატფორმაზე გაჩნდა, ახლა კი ეს ვირუსი Android-ისთვისაც შეიქმნა.
Intel Security-ის მთავარი ტექნოლოგიური დირექტორის რაჯა სამანის თქმით, ამ ტიპის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი მისი სიმარტივეა. კიბერდამნაშავეთა ერთ-ერთმა ჯგუფმა ამ მეთოდით ორ თვეში 75 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები