ექიმების მიერ მუცლის ღრუში ჩატოვებული მაკრატელი კაცმა 12 წელი ატარა

ყაზახეთში, 53 წლის კარპ პანამარევს მუცლის ღრუდან მაკრატელი ამოუღეს. 12 წლის წინ ჯანმრთელობის გაუარესების გამო მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ წლების განმავლობაში მას უცნაური ტკივილი ჰქონდა მუცლის ღრუში. რამდენიმე დღის წინ ექიმთან ვიზიტის დროს აღმოჩნდა, რომ 12 წლის წინ ჩატარებული ოპერაციის დროს ქირურგებს მის მუცელში 20 -სანტიმეტრიანი რკინის მატარებელი დარჩენოდათ.

პანამარევი ჩივილს არ აპირებს, რადგან თვლის, რომ ამ დაუდევრობის მიუხედავად, წლების წინ ჩატარებული ოპერაცია მაინც წარმატებული იყო. ცნობისთვის, ის ქირურგი, ვინც მას ოპერაცია გაუკეთა, გარდაცვლილია.

კომენტარები

სხვა სიახლეები