თამარ ივერი ბუბა კიკაბიძეს განუკურნებელი დაავადების დამარცხების გზას ასწავლისს : „მართლა საშინელი დავადებაა“…

ვახტანგ კიკაბიძემ რუსეთის პირველი არხის გადაცემა Мужское/Женское-ში მიიღო მონაწილეობა. გადაცემის ჟურნალისტი იულია ბარანოვსკაია სპეციალური ვიზიტით თბილისს ეწვია და ბუბა კიკაბიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

ქართველმა მომღერალმა ჟურნალისტს გაუმხილა, რომ უკვე რამდენიმე თვეა თირკმელების დაავადების გამო მუდმივად დიალიზზე უწევს ყოფნა.

„ბევრი ოპერაცია გამიკეთეს, მაშინაც კი, როცა იმედს არ იძლეოდნენ. თვითონ ვაწერდი ხელს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვიყავი, ოღონდ ოპერაცია გაეკეთებინათ. ახლა დიალიზზე ვარ, ეს კეთდება მაშინ, როდესაც თირკმელი არ მუშაობს და მის მაგივრად მუშაობს დანადგარი. ეს სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება. ეს ისეთი უცნაური დაავადებაა, სისხლი

არ იწმინდება.

ამით არ უნდა დავაადებულიყავი. არ ვიყავი ასეთი ტანჯვის ღირსი, ამდენი დაავადებაა და რაღა ეს დამემართა, რომელიც არ ინკურნება“. აღნიშნა მომღერალმა საუბრისას.

ემოციური ინტერვიუს ნახვის შემდეგ ოპერის მომღერალმა თამარ ივერმა ბუბა კიკაბიძეს სოციალური ქსელით მიმართა:

„ბატონო ბუბა, იტალია, როგორც კათოლიკური ცენტრი საკმაოდ ჰუმანურად უდგება ადამიანის ჯანმრთელობას და პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა სადაც ახალჩასულ ადამიანს, ყოველგვარი დაზღვევების და ფულის გადახდის გარეშე უკეთებენ ოპერაციას.

მე რამდენიმე ქართველი ვიცი, იგივე დიაგნოზით და დიალიზით გაწვალებულნი, ჩვეულებრივად, ჩადგნენ იქ “თირკმელის რიგში” და ხაზს ვუსვამ-ყოველგვარი ნაცნობობის, თანხების და ყველაფრის გარეშე მათ ახალი თირკმელი გადაუნერგეს და დღეს ბიჭებივით არიან.

ახალი ცხოვრება დავიწყეთო. არადა, ისე, სხვაგან მგონი 60.000€ ზე მეტი ღირს ასეთი ოპერაცია. იქნებ გეცადათ თქვენზე ერთხელ და სამუდამოდ. მართლა საშინელი დავადებაა.

წყარო: http://www.reitingi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები