მსახიობი ზაზა იაქაშვილი, რომელიც სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” მექალთანეს როლს ასრულებს აცხადებს რომ მეალურ ცხოვრებაში სერიალის გმირს არ გავს. ამის შესახებ მსახიობი “სარკესთან” ინტერვიუში საუბრობს. “ჩემს გმირს არანაირად არ ვგავარ და პირველად მესმის, რომ ჩემი გულისთვის ვინმეს ეჩხუბოს. ჩემი გმირი საკუთარ თავზე შეყვარებული, აბსოლუტურად მოუწესრიგებელი, უპასუხისმგებლო ვინმეა. იმასაც კი კადრულობს, რომ კაცთან მიდის სტუმრად და მის შეყვარებულთან ფლირტაობს. მსახიობობის მთელი ხიბლი ის არის, რომ სხვის ტყავში ჩაძვრე. შენს გმირს უნდა გაუგო, რატომ იქცევა ასე და არა – სხვანაირად. როცა საკუთარ თავს თამაშობ, ეს არ არის ხელოვნება და ცუდი საყურებელია. დაახლოებით იგივეა, მართლა რომ დათვრე და მთვრალი კაცი ითამაშო. “ჩემი ცოლის დაქალების” გმირი არაფრით მგავს. მე ცხოვრებაში ასე არ ვიქცევი. ეს სერიალი ჩემთვის იმით იყო საინტერესო, რომ პირველად მომიწია სატირულ კომედიაში თამაში. ნებისმიერი როლის თამაშისას მთავარია, გულწრფელი იყო”, – აცხადებს მსახიობი ინტერვიუში.