გელით თუ არა წინ „ტკბილი სექტემბერი“ – სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

შემოდგომის დადგომა, ძალიან ბევრი ადამიანის ცნობიერებაში რომანტიკასთან და ცოტა სევდასთანაც ასოცირდება. ხშირად ზაფხულის ცხელი რომანები, შემოდგომის დაწყებისთანავე უახლოვდება ხოლმე დასასრულს.

თუმცა, არსებობს სხვა ვარიანტიც, შესაძლოა ზუსტად სექტემბერში დაიწყოს რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში. ასტროლოგიური თვალსაზრისით, სექტემბრის თვე იმის გათვალისწინებით, რომ სიყვარულის პლანეტა ვენერა ქალწულისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებს გაივლის ამ დროს საკმაოდ პერსპექტიულია გრძელვადიანი და ლამაზი ურთიერთობების დასაწყებად. ასე რომ, განეწყეთ რომანისთვის და ქვემოთ კონკრეტული პროგნოზიც მოისმინეთ იმის შესახებ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის ამ თვეში თავბრუდამხვევი სასიყვარულო ურთიერთობა.

გამომდინარე იქედან, რომ ვენერა ჯერ კიდევ რეტრო-ფაზაშია, დაახლოებით ათ სექტემბრამდე მაინც, სასურველია, უკვე არსებულ კავშირებში სიმყარე და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ეს ის პერიოდია, როცა წვრილმანების გამო დავამ შესაძლოა მეუღლეებს შორის განქორწინების საფრთხის ალბათობაც კი გააღრმავოს, რაც მომავალში მერწმუნეთ ერთობ დაუფიქრებელ ნაბიჯად მოგეჩვენებათ.

სექტემბრის მეორე ნახევარში კი, როცა ვენერა სვლას სრული კურსით გააგრძელებს, ახალი რომანის დაწყების შანსი გაუჩნდებათ ქალწულებს (მათ განსაკუთრებით უმართლებთ, იმიტომ რომ, პლანეტა იუპიტერიც ქალწულის ზოდიაქოშია ამ ეტაპზე).

 ასევე მორიელებს, ლომებს, კუროებს, თხის რქებს და კირჩხიბებს. მათთვის შესაძლოა ზუსტად ამ პერიოდში გამოიმეტოს კოსმოსმა იდეალურ პარტნიორთან ნაცნობიბის შანსი, რომელიც აუცილებლად ოჯახის შექმნით დაგვირგვინდება.

შედარებით რთული პერიოდია პირადი ურთიერთობების მხრივ სასწორის, თევზების, მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულთათვის. ამ ადამიანების ცხოვრებაში შესაძლოა დიდი ხნის დაგროვილმა წყენამ გადაფაროს გულწრფელი ემოციები. გარდა ამისა, სექტემბერი მათ ცხოვრებაში ძველი რომანების უშედეგოდ რეანიმირების მოთხოვნილებასაც მოიტანს, რაც დამერწმუნეთ არ გახლავთ კარგი იდეა. იმიტომ რომ რეალურად ამ პერიოდში სასურველი გვეჩვენება სასარგებლოდ. შესაბამისად, საუკეთესო ვარიანტი ზემოხსენებული ნიშნებისთვის დროებითი “ტაიმ-აუტის” აღება და განმარტოება იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ საფუძვლიანად გაიაზროთ თქვენი ემოციები და წარსულის შეცდომებზეც მოახერხოთ დაფიქრება.

განაგრძეთ კითხვა : http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები