თერაპიის სეანსები – ჰოლივუდის ექსწყვილის პირველი პოზიტიური შეხვედრა დაშორების შემდეგ (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

ჰოლივუდის მსახიობები და უკვე ყოფილი ცოლ-ქმარი ბენ ეფლეკი და ჯენიფერ გარნერი, განშორების შემდეგ, პაპარაცებმა პოზიტიურ გარემოში პირველად დააფიქსირეს. როგორც გაირკვა, ისინი წყვილების თერაპიის სეანსებს ესწრებიან. ფოტოებზე, რომელსაც ბრიტანული ბულვარული გამოცემა „დეილი მეილი“ აქვეყნებს, კარგად ჩანს, რომ სანტა-მონიკაში სეანსზე დასწრების შემდეგ, ცნობილი წყვილი შენობიდან გაღიმებული გამოდის. შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ეს პირველი პრეცედენტია ეფლეკი-გარნერის დაშორების შემდეგ, როდესაც პაპარაცებმა ისინი აუღელვებელი სახეებით და არადისკომფორტულ სიტუაციაში დააფიქსირეს. ისინი ერთად ჩასხდნენ მანქანაში და ტერიტორია დატოვეს. „ეფლეკს სახიდან ღიმილი არ მოშორებია, როდესაც ყოფილ მეუღლესთან ერთად შენობიდან გამოვიდა, ეს ნამდვილად ამ დღის სასიამოვნო განშორება იყო“, – წერს „დეილი მეილი“.
ბრიტანული ტაბლოიდი იუწყება, რომ დაშორების შემდეგ ჰოლივუდის წყვილი ურთიერთობების დალაგებას და სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს. 43 წლის წყვილის 10- წლიანი ქორწინება ჩიხში მიმდინარე წელს შევიდა. მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია პირველად 30 ივნისს გავრცელდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეფლეკს საკუთარი შვილების ძიძასთან ჰქონდა რომანი. მანამდე კი ცნობილი ბრიტანული და ამერიკული გამოცემები, „ოსკაროსანი“ მსახიობ ბენ ეფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ქორწინებას, ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე სამაგალითოდ ასახელებდნენ, მათი ოჯახი კი ცნობილი ოჯახების რეიტინგებში ყოველთვის მყარ პოზიციებს იკავებდა. დაშორების შემდეგ წყვილი პრესისგან და მომხდარზე კომენტირებისგან ყოველთვის თავს იკავებს. მათ სამი შვილი – 2 გოგონა და ერთი ბიჭი ჰყავთ.

https://www.youtube.com/watch?v=Xm-lYKuymlg&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები