სუპერმოდელი ირინა შეიკი, ესპანური ფეხსაცმლის ბრენდის XTI-ს სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს. ახალი კოლექცია სხვადასხვა ზომის და დიზაინის ჩექმებს მოიცავს, რომლებიც მთლიანად ტყავისგანაა წარმოებული.
რუსი ლამაზმანი ესპანური მოდის სფეროს წარმომადგენლებთან ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ახალი კოლექციის ფოტოსესია და სარეკლამო კამპანია, როგორც ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, მომგებიანთან ერთად, სექსუალურიც არის. ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ ლამაზ გარეგნობასთან ერთად, სპორტული სხეულის გამო, ირინა შეიკზე ესპანური მოდის სფეროში დიდი მოთხოვნაა. Xti -ს კოლექციის კვალდაკვალ, სუპერმოდელი La Clover-ს საცვლების შემოდგომა-ზამთარი კოლექციის სარეკლამო ფოტოსესიაშიც გადაიღეს. კრიშტიანუ რონალდოსთან დაშორების შემდეგ, სუპერმოდელს რომანი 40 წლის ჰოლივუდის მსახიობ ბრედლი კუპერთან აქვს. მათი სიყვარულის ისტორია რამდენიმე თვეა გრძელდება.ბრიტანული ბულვარული გამოცემა THE MIRROR-ის ინფორმაციით, ირინა შეიკმა ცნობილი მსახიობის ყურადღება წლევანდელი Met Gala-ს ცერემონიაზე მიიპყრო. წყვილმა ზაფხული იტალიის სანაპიროზე გაატარა, სადაც პაპარაცებმა მათი პიკანტური ფოტოების გადაღებაც შეძლეს.