1. ველის სიმპსონი და უინძორის ჰერცოგი. უინძორის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას საქორწინო ცერემონია 1937 წელს გაიმართა. პატარძალს Mainbocher-ის დიზაინით შეკერილი კაბა ეცვა, რომელიც ამჟამად მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.
2. ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი და პრინცი მაუნთბეტენი. სამეფო წყვილმა ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში 1947 წელს იქორწინა. მათი საქორწინო ტანსაცმლის დიზაინი Norman Hartnell-მა შექმნა.
3. ირანის შაჰი მუჰამედ რეზა ფაჰლევი და დედოფალი სორაია. სილამაზით განთქმულ სორაიაზე შაჰი 1951 წელს დაქორწინდა. დედოფალს საქორწინო კაბა Christian Dior -იმ შეუკერა.
4. მონაკოს პრინცი რენიე და პრინცესა გრეის კელი. ჰოლივუდის „ოსკაროსან“ ვარსკვლავზე მონაკოს პრინცმა 1956 წელს იქორწინა. გრეის კელის ქორწილში კინოსტუდია MGM -ის კოსტიუმერის Helen Rose-ს მიერ შექმნილი კაბა ეცვა.
5. საბერძნეთის პრინცესა ანა-მარია და მეფე კონსტანტინე II. სამეფო წყვილმა ოჯახი 1964 წელს შექმნა.
6. მონაკოს პრინცესა ქეროლაინი და ფილიპ ჟუნოტი. შეუღლდნენ 1978 წელს.
7. იორდანიის დედოფალი ნოორი და მეფე ჰუსეინი. მათი ქორწილი 1978 წელს იორდანიის სამეფო სასახლეში გაიმართა.
8. პრინცესა დაიანა და უელსის პრინცი ჩარლზი. მათი ქორწილი 1981 წლის ივლისში შედგა. პატარძალს David & Elizabeth Emanuel -ების მიერ შექმნილი კაბა ეცვა.
9. ტიმ ტეილორი და ლედი ელენ უინძორი. დაქორწინდნენ 1992 წელს. პატარძლის კაბის დიზაინი Catherine Walker-მა შექმნა.
10. იორდანიის პრინცი აბდულა და დედოფალი რანია. Elie Saab-ის კაბა. იქორწინეს 1993 წლის ივლისში.
11. საბერძნეთის პრინცესა მერი შანტელი. პრინც პავლოსთან მისი ქორწინება 1995 წლის ივლისში მოხდა. პრინცესას საქორწინო კაბა Valentino gown –მა შეკერა.
12. ნორვეგიის პრინცესა მეთი მერითი და პრინცი ჰეკონი. ნორვეგიის პრინცი მეთი მერითზე 2001 წლის აგვისტოში დაქორწინდა. საქორწინო ცერემონია ოსლოში გაიმართა.
13. ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუისი და არი ბენი. იქორწინეს 2002 წლის მაისში.
14. ესპანეთის მეფე ფილიპი და დედოფალი ლეტიცია ორტისი. სამეფო წყვილი 2004 წლის მაისში დაქორწინდა.
15. დანიის პრინცესა მერი დონალდსონი. 2004 წელს იქორწინა პრინც ფრედერიკზე.
16. მებელ ვაის სმითი. პრინცი ჯოან ფრისო და მისი მეუღლე მებელ ვაის სმითი 2004 წელს დაქორწინდნენ.
17. დანიის პრინცი ჯოაკიმი და პრინცესა მარია. მათი ქორწინება 2008 წელს შედგა. პატარძლის კაბა Arasa Morelli-მ შექმნა.
18. შვედეთის პრინცესა ვიქტორია და პრინცი დენიელი. მათი საქორწინო ცერემონიალი სტოკჰოლმში 2010 წლის ივლისში შედგა. Par Engsheden -ის დიზაინი.
19. პრინცი უილიამი და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი. ჯვარი 2011 წელს ვესტმინსტერის სააბატოში დაიწერეს. პატარძლის დრესზე დიზაინერმა Alexander McQueen -მა იზრუნა.
20. მონაკოს პრინცესა შარლენი და პრინცი ალბერტ II. დაქორწინდნენ 2011 წელს. საპატარძლო კაბის დიზაინი ეკუთვნის “ARMANI”-ს.
21. შვედეთის პრინცესა მადლენი და კრიტოფერ ონილი. საქორწინო ცერემონია სტოკჰოლმში, ჩაპელის სასახლეში გაიმართა.
22. შვედეთის პრინცი კარლ ფილიპი და პრინცესა სოფია. დაქორწინდნენ 2015 წელს სტოკჰოლმში, ჩაპელის სამეფო სასახლეში.