იდეალური ბავშვობა კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე (ფოტოკოლაჟი)
თანამედროვე ბავშვები, როგორც წესი, უკვე ადრეულ ასაკში ფლობენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. ჩვენ საუკუნეში ამას გვერდს ვერ აუვლი, თუმცა ამ დროშიც გვხვდებიან ბავშვები, რომლებიც კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე იზრდებიან, ისევე, როგორც ადრე, ჩვენი წინაპრები. ცნობილმა ფოტოგრაფმა იზაბელა ურბანიაკმა არაჩვეულებრივი ფოტორეპორტაჟი მოამზადა, სადაც თავისი ბავშვების საზაფხულო არდადეგები აღწერა. კადრებში აღბეჭდილი მოზარდები წარსულ დროს მოგვაგონებენ, როდესაც ბავშვობა გაცილებით ლაღი, ხალისიანი და ბედნიერი იყო.